ბრიტნი სპირსი 12 წლით უმცროს ფიტნეს-ინსტრუქტორზე დაინიშნა – წყვილის ფოტოები

© AFP 2024 / VALERIE MACONბრიტნი სპირსი
ბრიტნი სპირსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
ბრიტნი სპირსი ირანელ შეყვარებულზე დაინიშნა. ნახეთ წყვილის ფოტოები.
39 წლის მომღერალმა ბრიტნი სპირსმა სასიხარულო სიახლე საკუთარ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. მან 27 წლის რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა თითზე ბრილიანტის ბეჭდით.
ბრიტნიმ და სემ ასგარიმ ურთიერთობა 2017 წლის დასაწყისში გაასაჯაროვეს, თუმცა ერთმანეთს პირველად რამდენიმე თვით ადრე ბრიტნის ერთ-ერთ კლიპის, Slumber Party-ს გადაღებაზე შეხვდნენ.
მას შემდეგ ირანელი ფიტნეს-ინსტრუქტორი სემ ასგარი მომღერლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და თანამებრძოლი გახდა. ბრილიანტის ბეჭდის ფოტო და ვიდეო წყვილმა სოციალურ ქსელში 12 სექტემბერს გაავრცელა. „არ მჯერა!“ – დაწერა ბრიტნი სპირსმა.
როგორც სემმა განმარტა, რჩეულს Roman Malayev-ის ბეჭედი აჩუქა. მანამ, სანამ ფოტოებსა და ვიდეოებს ნიშნობის შესახებ ბრიტნი გამოაქვეყნებდა, სემმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ დაწერა: „ყველაზე დიდი სიახლე... ვეღარ ვითმენ, რომ არ გაგიზიაროთ“. სასიამოვნო სიახლეს წყვილის მეგობრებისა და გულშემატკივრების მხრიდან მართლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მათ მიულოცა, ბრიტნის მეგობარი პერის ჰილტონი იყო.
ექპერტ აჯაი ანანდის თქმით, ბეჭედი, რომელიც სემ ასგარიმ ბრიტნი სპირსს აჩუქა, დაახლოებით 70 ათასი დოლარი ღირს. ბეჭდის დიზაინი დახვეწილი და მოკრძალებულია, მასში ხაზგასმულია ტრადიციები და ელეგანტურობა.
ეჭვები იმის შესახებ, რომ სემი ბრიტნისთვის ბეჭდის ყიდვას აპირებდა, ამ თვის დასაწყისში გაჩნდა, როცა ის ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში შენიშნეს. პაპარაცებმა დააფიქსირეს, როგორ არჩევდა სემი სამკაულს. ტაბლოიდები წერდნენ, რომ სემი სულ უფრო ჩქარობდა ბრიტნისთვის ცოლობის შეთავაზებას და ამისთვის საჭირო დროს ელოდებოდა.
წყვილი ერთმანეთს საქმიან გარემოში შეხვდა, ხოლო ურთიერთობის შესახებ საზოგადოებას 2017 წელს, გაცნობიდან რამდენიმე თვეში გაუმხილეს. 2018 წლის თებერვალში ბრიტნიმ შეყვარებულთან ერთად ყოფნის ერთი წლისთავი აღნიშნა და „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა: „მე ერთ წელზე მეტია, რაც ამ კაცთან ერთად ვარ. ყოველდღე ის შთამაგონებს, რომ ვიყო უკეთესი ადამიანი და ეს თავს ყველაზე იღბლიან ადამიანად მაგრძნობინებს“, – წერდა მომღერალი.
ყველა ახალი ამბავი
0