ბენმა ჯეი ლოსთან მისულ ფანს ფოტოს გადაღების უფლება არ მისცა – ინციდენტის ამსახველი ფოტოები

© Facebook / Jennifer Lopezჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის რომანი სულ ორ წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ამ მოკლე დროშიც საკმაოდ ხმაურიანი გახდა. წყვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ მეტსახელად „ბენიფერი“ დაარქვეს.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ,ვენეციის კინოფესტივალზე იმყოფებიან. ისინი სულ ცოტა ხნის წინ წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ და ფურორიც მოახდინეს.
ვენეციის ქუჩებში მოსეირნე შეყვარებულ წყვილს პატარა ინციდენტიც გადახდა თავს. ჯეი ლოს ერთ-ერთ აღტყინებულ ფანს მასთან ფოტოს გადაღება მოუნდა და არტისტთან საკმაოდ ახლოს მისვლაც გადაწყვიტა, თუმცა იქვე ბენი იყო, რომელმაც გულშემატკივარი საყვარელ ქალთან არ მიუშვა.
ფოტოებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეკამათება ბენი უცნობ მამაკაცს და ჯენიფერთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.
როგორც ჩანს, მალე საზოგადოება წყვილის ერთხელ უკვე გადადებულ ქორწილს იხილავს. რამდენიმე კვირის წინ პაპარაცებმა ბენ აფლეკი დედასთან, სემთან და შვილთან, სამუელთან ერთად მაღაზია Tiffany’s-ში დააფიქსირეს. როგორც ტაბლოიდები წერენ, მსახიობი იქ ნიშნობის ბეჭდის შესარჩევად იყო მისული.
პირველად ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს ბეჭედი 2002 წელს აჩუქა. მაშინ მსახიობმა 6,1 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი შეარჩია, რომელიც ჰარი უისტონის მიერ იყო შექმნილი და 2,5 მილიონი დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, წყვილმა 2003 წელს დაგეგმილი ქორწილი გადადო, ხოლო 2004 წელს ისინი ოფიციალურად დაშორდნენ.
ალექს როდრიგესთან ურთიერთობის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ კი, 2021 წლის აპრილის თვეში 49 წლის ბენ აფლეკმა და 52 წლის ჯენიფერ ლოპესმა კვლავ დაიწყეს შეხვედრა. მას შემდეგ წყვილი ხშირად ჩნდება ერთად და მათი რომანტიკული ფოტოები სოციალურ მედიას ხშირად იპყრობს.
როგორც ცნობილია, ბენი და ჯენიფერი შვილებთან ერთად დასასვენებლადაც ხშირად დადიან. ბენმა კი ჯენიფერის დედასთან ერთად ივნისში ლას-ვეგასში რამდენიმე დღე გაატარა.
ყველა ახალი ამბავი
0