https://sputnik-georgia.com/20210911/ziudo-saqartvelom-evropis-axalgazrdul-cempionatze-pirveli-oqro-airo-259521904.html
ძიუდო: საქართველომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველი ოქრო აიღო
ძიუდო: საქართველომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველი ოქრო აიღო
Sputnik საქართველო
ამგვარად, ჩემპიონატის სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ხუთი მედალია 11.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-11T21:45+0400
2021-09-11T21:45+0400
2021-09-11T21:45+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251430522_0:387:2291:1676_1920x0_80_0_0_20e7313b912a5912056bd9cd40766c92.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს ლუქსემბურგში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ოთხი მედალი მოიპოვეს, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.ქართველმა ძიუდოისტმა ნიკა ხარაზიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართული შეჯიბრების ფინალში ხარაზიშვილმა ნიდერლანდების წარმომადგენელი, ტიგო რენესი დაამარცხა. ქართველმა ჯერ ვაზარი მიიღო, შემდეგ კი მეტოქე ბეჭებზე დააგდო.ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი თორნიკე ფოლადიშვილმა მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელს, იშხან ედისულტანოვს აჯობა.საბა ინანეიშვილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ლუქსემბურგში +100კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.ილია სულამანიძემ კი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ამგვარად, ჩემპიონატის სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ხუთი მედალია. მანამდე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გიორგი სარდალიშვილი (-60 კგ) გახდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251430522_0:339:2278:2048_1920x0_80_0_0_800f20968227a3577823b356d2edc3d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ძიუდო: საქართველომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველი ოქრო აიღო
ამგვარად, ჩემპიონატის სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ხუთი მედალია
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს ლუქსემბურგში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ოთხი მედალი მოიპოვეს, იუწყება
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია. ქართველმა ძიუდოისტმა ნიკა ხარაზიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართული შეჯიბრების ფინალში ხარაზიშვილმა ნიდერლანდების წარმომადგენელი, ტიგო რენესი დაამარცხა. ქართველმა ჯერ ვაზარი მიიღო, შემდეგ კი მეტოქე ბეჭებზე დააგდო.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი თორნიკე ფოლადიშვილმა მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელს, იშხან ედისულტანოვს აჯობა.
საბა ინანეიშვილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ლუქსემბურგში +100კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ილია სულამანიძემ კი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამგვარად, ჩემპიონატის სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ხუთი მედალია. მანამდე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გიორგი სარდალიშვილი (-60 კგ) გახდა.