https://sputnik-georgia.com/20210911/saqartvelosi-internetit-mosaxleobis-86-procenti-sargeblobs-bolo-statistika-259516230.html
საქართველოში ინტერნეტით მოსახლეობის 86% სარგებლობს - ბოლო სტატისტიკა
საქართველოში ინტერნეტით მოსახლეობის 86% სარგებლობს - ბოლო სტატისტიკა
Sputnik საქართველო
აღინიშნა, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 91,7% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა 11.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-11T15:55+0400
2021-09-11T15:55+0400
2021-09-11T15:55+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251233064_0:116:3233:1934_1920x0_80_0_0_66a407cc7f8c54e707b02f0ddd9b4237.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 86,1%, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,3%-ით აღემატება, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" კვლევაში „შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები“. ქალაქებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლად - 4,4%-ით და, შესაბამისად, ამ მაჩვენებელმა 91,4% და 78,9% შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აჭარაში (94,8%) და თბილისში (94,4%). კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 77,4%-მა, რაც 3,4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღინიშნა, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 91,7% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 7,2% - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1,1% კი - უფრო იშვიათად. 15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეების მიერ ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზნები: გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 63,8%. ბოლო 3 თვის განმავლობაში კომპიუტერით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 60,8%-მა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251233064_250:0:2981:2048_1920x0_80_0_0_e2d22f6fc4f67540ba0d7a59dc01a87d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები
საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ინტერნეტით მოსახლეობის 86% სარგებლობს - ბოლო სტატისტიკა
აღინიშნა, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 91,7% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 86,1%, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,3%-ით აღემატება, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" კვლევაში
„შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები“. ქალაქებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლად - 4,4%-ით და, შესაბამისად, ამ მაჩვენებელმა 91,4% და 78,9% შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აჭარაში (94,8%) და თბილისში (94,4%).
კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 77,4%-მა, რაც 3,4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
აღინიშნა, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 91,7% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 7,2% - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1,1% კი - უფრო იშვიათად.
15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეების მიერ ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზნები:
სოციალური ქსელების გამოყენება — 95,3%
ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი – 94,7%
ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა – 54,3%
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება – 50,7%
ელექტრონული ფოსტის მიღება/გაგზავნა – 46,6%
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება – 38,5%
ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა – 36,4%
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა – 17%
სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა – 12,3%.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 63,8%.
ბოლო 3 თვის განმავლობაში კომპიუტერით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 60,8%-მა.