ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაბავშვო მოედანი წვიმის შემდეგ
საბავშვო მოედანი წვიმის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები აფრთხილებენ, რომ ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. უახლოეს 48 საათში საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, 11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, აღნიშნავენ უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0