https://sputnik-georgia.com/20210911/11seqtembris-teraqtis-semdeg-20-weli-gavida-baidenma-moqalaqeebs-mimarta-259515332.html
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ 20 წელი გავიდა: ბაიდენმა მოქალაქეებს მიმართა
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ 20 წელი გავიდა: ბაიდენმა მოქალაქეებს მიმართა
Sputnik საქართველო
თეთრი სახლის ლიდერმა 20 წლის წინ აშშ-ში მომხდარ ტერაქტებს უწოდა უდიდესი ძალა, რომელმაც ამერიკა გააერთიანა 11.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-11T15:01+0400
2021-09-11T15:01+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24647/03/246470334_0:307:1387:1087_1920x0_80_0_0_6e7dce9529b6b9abf2cbd7e4f97f957b.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათს პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართა. სახელმწიფოს მეთაურის მიმართვის ტრანსლაცია მის Twitter-აკაუნტზე მიმდინარეობდა.როგორც ცნობილია, დღეს პრეზიდენტი და პირველი ლედი ტერაქტების შედეგად დაზარალებული სამი ლოკაციის მონახულებას გეგმავენ: ესაა ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, პენტაგონი და ასევე მინდვრები შანქსვილთან (პენსილვანიის შტატი), სადაც United Airlines-ის „რეისი 93“ ჩამოვარდა.ნიუ-იორკში ხსოვნის ცერემონია ტრადიციულად დაიწყება დილის 08:46 საათზე, როდესაც ტერორისტების მიერ გატაცებული პირველი თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენს შეეჯახა. ცერემონიის დროს ამოიკითხება ყველა დაღუპულის სახელი და გვარი, ხოლო იმ წუთებს, როდესაც დანარჩენი ტერაქტები მოხდა, პაუზით აღნიშნავენ.11 სექტემბრის ტრაგედია გახდა ყველაზე მასშტაბური ტერაქტი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში. მას 2977 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ოთხი ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24647/03/246470334_0:310:1387:1350_1920x0_80_0_0_ad69f0676bda200512553656753f9ec7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ 20 წელი გავიდა: ბაიდენმა მოქალაქეებს მიმართა
15:01 11.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თეთრი სახლის ლიდერმა 20 წლის წინ აშშ-ში მომხდარ ტერაქტებს უწოდა უდიდესი ძალა, რომელმაც ამერიკა გააერთიანა
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათს პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართა. სახელმწიფოს მეთაურის მიმართვის ტრანსლაცია მის
Twitter-აკაუნტზე მიმდინარეობდა.
„ჩემთვის 11 სექტემბერი უმთავრესი გაკვეთილია. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე რთულ მომენტებში, ამერიკის სულისთვის ბრძოლაში ერთიანობა - ჩვენი უდიდესი ძალაა. ერთიანობა ნიშნავს, რომ უნდა ყველას ერთი რამ გვწამდეს, ერთმანეთის და ჩვენი ერის ფუნდამენტური პატივისცემა და რწმენა უნდა გვქონდეს“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
მან აღნიშნა, რომ „ადამიანური ბუნების ბნელმა ძალებმა - შიშმა და რისხვამ, მიუღებლობამ და ძალადობამ - ვერ შეარყია ამერიკის ერთიანობა“.
როგორც ცნობილია, დღეს პრეზიდენტი და პირველი ლედი ტერაქტების შედეგად დაზარალებული სამი ლოკაციის მონახულებას გეგმავენ: ესაა ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, პენტაგონი და ასევე მინდვრები შანქსვილთან (პენსილვანიის შტატი), სადაც United Airlines-ის „რეისი 93“ ჩამოვარდა.
ნიუ-იორკში ხსოვნის ცერემონია ტრადიციულად დაიწყება დილის 08:46 საათზე, როდესაც ტერორისტების მიერ გატაცებული პირველი თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენს შეეჯახა. ცერემონიის დროს ამოიკითხება ყველა დაღუპულის სახელი და გვარი, ხოლო იმ წუთებს, როდესაც დანარჩენი ტერაქტები მოხდა, პაუზით აღნიშნავენ.
11 სექტემბრის ტრაგედია გახდა ყველაზე მასშტაბური ტერაქტი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში. მას 2977 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ოთხი ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.