https://sputnik-georgia.com/20210910/xatia-sichinavas-depresia-259482519.html
„ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ჩემმა ქმარმა აღმოაჩინა ექიმი“ – რა შეემთხვა ხატია სიჭინავას?
„ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ჩემმა ქმარმა აღმოაჩინა ექიმი“ – რა შეემთხვა ხატია სიჭინავას?
Sputnik საქართველო
ხატია სიჭინავა იმ პერიოდზე საუბრობს, რომლის გახსენებაც ყოფილ ტელეწამყვანს ძალიან უჭირს. 10.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-10T17:05+0400
2021-09-10T17:05+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23445/57/234455795_0:108:1000:671_1920x0_80_0_0_4511fccffcd3f0c76bb50bd745691db1.jpg
ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, რომელიც სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა, იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ექვსი თვის განმავლობაში პანიკური შეტევებით იტანჯებოდა.როგორც ხატია სიჭინავა ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, ეს ყველაფერი მესამე შვილის გაჩენის შემდეგ დაეწყო და ვერავინ უშველა, მათ შორის, ვერც მისმა მეუღლემ, რომელიც „ყოველდღე ლექციებს უკითხავდა“.ხატია სიჭინავას თქმით, პანიკური შეტევების მიზეზი ვერ დაადგინეს, არც არსებობდა. ანალიზებიც კი გაიკეთა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ არაფერი ეშველებოდა, დაითრგუნა და ეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა.მისი თქმით, ამის შემდეგ მიხვდა, რომ არაფერი ღირს ნერვიულობად და ახლა იცის, რომ არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანი, კომენტარი და მოვლენა, რომელმაც შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს და ვიღაცის ნათქვამს მისი ჯანმრთელობა შესწიროს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23445/57/234455795_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_29a2aad6152c58a209fd03e11381195f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხატია სიჭინავა რამაზ ნოზაძე დეპრესია ექიმი პანიკური შეტევა
ხატია სიჭინავა რამაზ ნოზაძე დეპრესია ექიმი პანიკური შეტევა
„ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ჩემმა ქმარმა აღმოაჩინა ექიმი“ – რა შეემთხვა ხატია სიჭინავას?
17:05 10.09.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) ხატია სიჭინავა იმ პერიოდზე საუბრობს, რომლის გახსენებაც ყოფილ ტელეწამყვანს ძალიან უჭირს.
ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, რომელიც სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა, იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ექვსი თვის განმავლობაში პანიკური შეტევებით იტანჯებოდა.
როგორც ხატია სიჭინავა ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, ეს ყველაფერი მესამე შვილის გაჩენის შემდეგ დაეწყო და ვერავინ უშველა, მათ შორის, ვერც მისმა მეუღლემ, რომელიც „ყოველდღე ლექციებს უკითხავდა“.
ხატია სიჭინავას თქმით, პანიკური შეტევების მიზეზი ვერ დაადგინეს, არც არსებობდა. ანალიზებიც კი გაიკეთა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ არაფერი ეშველებოდა, დაითრგუნა და ეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა.
„ჩემმა ქმარმა აღმოაჩინა ექიმი, რომელთანაც მივედი. გამომკითხა ყველაფერი და მითხრა, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც დეპრესია არ ემართება, ორსულობის შემდგომი დეპრესია გაქვს, ოღონდ რადგან დეპრესიული არ ხარ, პანიკური შეტევებისკენ აიღო გეზი დეპრესიამო. ანუ, წესით, დეპრესია უნდა მქონოდა, მაგრამ ჩემს ორგანიზმში ეს არ „იდო“ და მუშავდებოდა. ამ ექიმმა გამომიყვანა მდგომარეობიდან“, – იხსენებს სიჭინავა.
მისი თქმით, ამის შემდეგ მიხვდა, რომ არაფერი ღირს ნერვიულობად და ახლა იცის, რომ არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანი, კომენტარი და მოვლენა, რომელმაც შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს და ვიღაცის ნათქვამს მისი ჯანმრთელობა შესწიროს.