როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე

© Sputnik / Alexander Imedashviliაბანოთუბანი
აბანოთუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოდარებას 13 სექტემბრიდან ვარაუდობენ.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში 11–13 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„12 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, 13 სექტემბერიდან კი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დათბება“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
ამინდი ბათუმში: 6-12 სექტემბრის ზუსტი პროგნოზი
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 10–11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 სექტემბერს კი ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 26–28 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოდარებას 13 სექტემბრიდან ვარაუდობენ.
ყველა ახალი ამბავი
0