https://sputnik-georgia.com/20210910/princi-hari-megan-markli-uiliami-259492447.html
ცნობილი ხდება, რა თქვა პრინცმა უილიამმა მეგან მარკლზე, რამაც პრინცი ჰარი გააღიზიანა
ცნობილი ხდება, რა თქვა პრინცმა უილიამმა მეგან მარკლზე, რამაც პრინცი ჰარი გააღიზიანა
Sputnik საქართველო
დასახელდა პრინც უილიამის ხუთი სიტყვა მეგან მარკლის შესახებ, რამაც პრინცი ჰარი აღაშფოთა და ძმებს შორის უთანხმოება გამოიწვია, იტყობინება Daily Star. 10.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-10T15:05+0400
2021-09-10T15:05+0400
2021-09-10T19:53+0400
დიდი ბრიტანეთი
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252187604_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_0882e7a7d383573d4040c06a3381a86e.jpg
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას არაოფიციალური ბიოგრაფიული წიგნის Finding Freedom-ის თანახმად, რომლის ავტორები ჟურნალისტი კაროლინ დიურანდი და მწერალი ომიდ სკობი არიან, პრინც ჰარისა და მის ძმას შორის ჩხუბი 2017 წლის შემოდგომაზე მოხდა, როდესაც სასექსის ჰერცოგმა გამოაცხადა ნიშნობა მეგან მარკლთან და პრინცმა უილიამმა ეჭვქვეშ დააყენა მისი არჩევანი.ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე პრინცმა უილიამმა ჰარი გვერდით გაიყვანა და ჰკითხა: „დარწმუნებული ხარ ამაში?“ სასექსის ჰერცოგს ეს შეურაცხმყოფელი ეჩვენა, მას გუნება წაუხდა და ძმა დაადანაშაულა „ურთიერთობების დანგრევის მცდელობაში, რომელიც ჯერ არ დაწყებულა“.გარდა ამისა, მეგან მარკლის ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა იგი, სავარაუდოდ, „არც ისე გულთბილად“ მიიღეს. ერთ-ერთმა ინსაიდერმა ასევე გაიხსენა, რომ მეგან მარკლთან შეხვედრამდე პრინცი ჰარი „თავს არაკომფორტულად გრძნობდა ოჯახში „მესამე ზედმეტის“ როლში, თუმცა მასთან შეხვედრამ გააძლიერა მისი თავდაჯერებულობა“.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი განაწყენებულია ელისაბედ II-ზე, რადგან მან COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ პრინც უილიამს და კეიტ მიდლტონს შესთავაზა გადავიდნენ უინძორის სასახლეში. ორი წლით ადრე კი მან სასექსის ჰერცოგს და ჰერცოგინიას, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ, იქ დასახლების უფლება არ მისცა.პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დატოვეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობა 2020 წლის 1 აპრილს. შეერთებულ შტატებში გადასასვლელად, სამუშაოდ და ბიზნესისთვის მათ უარი თქვეს სამეფო პრივილეგიებზე, დაფინანსებაზე და Sussex Royal ბრენდზე.
https://sputnik-georgia.com/20210908/dedopalma-elizabet-meorem-princi-hari-da-megan-markli-daamcira-259419538.html
https://sputnik-georgia.com/20210907/megan-markli-da-prici-hari-259366557.html
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252187604_84:0:2815:2048_1920x0_80_0_0_a2ad580aa183c2af7e5edc1420465328.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრინცი ჰარი პრინცი უილიამი ქეით მიდლტონი მეგან მარკლი
პრინცი ჰარი პრინცი უილიამი ქეით მიდლტონი მეგან მარკლი
ცნობილი ხდება, რა თქვა პრინცმა უილიამმა მეგან მარკლზე, რამაც პრინცი ჰარი გააღიზიანა
15:05 10.09.2021 (განახლებულია: 19:53 10.09.2021) დასახელდა პრინც უილიამის ხუთი სიტყვა მეგან მარკლის შესახებ, რამაც პრინცი ჰარი აღაშფოთა და ძმებს შორის უთანხმოება გამოიწვია, იტყობინება Daily Star.
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას არაოფიციალური ბიოგრაფიული წიგნის Finding Freedom-ის თანახმად, რომლის ავტორები ჟურნალისტი კაროლინ დიურანდი და მწერალი ომიდ სკობი არიან, პრინც ჰარისა და მის ძმას შორის ჩხუბი 2017 წლის შემოდგომაზე მოხდა, როდესაც სასექსის ჰერცოგმა გამოაცხადა ნიშნობა მეგან მარკლთან და პრინცმა უილიამმა ეჭვქვეშ დააყენა მისი არჩევანი.
ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე პრინცმა უილიამმა ჰარი გვერდით გაიყვანა და ჰკითხა: „დარწმუნებული ხარ ამაში?“ სასექსის ჰერცოგს ეს შეურაცხმყოფელი ეჩვენა, მას გუნება წაუხდა და ძმა დაადანაშაულა „ურთიერთობების დანგრევის მცდელობაში, რომელიც ჯერ არ დაწყებულა“.
გარდა ამისა, მეგან მარკლის ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა იგი, სავარაუდოდ, „არც ისე გულთბილად“ მიიღეს. ერთ-ერთმა ინსაიდერმა ასევე გაიხსენა, რომ მეგან მარკლთან შეხვედრამდე პრინცი ჰარი „თავს არაკომფორტულად გრძნობდა ოჯახში „მესამე ზედმეტის“ როლში, თუმცა მასთან შეხვედრამ გააძლიერა მისი თავდაჯერებულობა“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი განაწყენებულია ელისაბედ II-ზე, რადგან მან COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ პრინც უილიამს და კეიტ მიდლტონს შესთავაზა გადავიდნენ უინძორის სასახლეში. ორი წლით ადრე კი მან სასექსის ჰერცოგს და ჰერცოგინიას, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ, იქ დასახლების უფლება არ მისცა.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დატოვეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობა 2020 წლის 1 აპრილს. შეერთებულ შტატებში გადასასვლელად, სამუშაოდ და ბიზნესისთვის მათ უარი თქვეს სამეფო პრივილეგიებზე, დაფინანსებაზე და Sussex Royal ბრენდზე.