მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს Netflix-ის ფილმში გადაიღებენ

© courtesy of Levan Saginashviliლევან საგინაშვილი
ლევან საგინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
ორი წლის წინ ქართველი „ჰალკი“ ბრიტანულ–არაბულ ფილმშიც გადაიღეს.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ტიტულოვან ქართველ მკლავჭიდელს ლევან საგინაშვილს, რომელსაც ქართველ „ჰალკს" ეძახიან, Netflix-ის ფილმში „ევაკუაცია 2“-ში გადაიღებენ.
ამის შესახებ სპორტსმენმა YouTube-არხზე „მტკივნეულ შოუში“ განაცხადა.
„სექტემბრის ბოლოს უნდა წავსულიყავი ავსტრალიაში, გადაღებებზე, მაგრამ კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო გადაღებები პრაღაში გადავიდა. იმედი მაქვს, ამ ფილმში გადაღების შემდეგ ბევრი შემოთავაზება მექნება“, – განაცხადა საგინაშვილმა.
ორი წლის წინ ქართველი „ჰალკი“ ბრიტანულ–არაბულ ფილმში გადაიღეს.
ლევან საღინაშვილი 190 სმ სიმაღლისაა, წონა კი 180 კგ აქვს (მკლავჭიდელთა საშუალო წონა 120-130 კგ-ია). მისი მაჯის გარშემოწერილობა 28 სმ-ია, ბიცეფსის გარშემოწერილობა – 58 სმ.
ყველა ახალი ამბავი
0