კახა ცისკარიძე ბათუმის მერობას აპირებს

© Facebook / Kakhaber Tsiskaridzeკახაბერ ცისკარიძე
კახაბერ ცისკარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
კახაბერ ცისკარიძე ამბობს, რომ ქალაქის მერი რიგითი ადამიანი უნდა იყოს. მან კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ხელმოწერები თავად შეაგროვა.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. მომღერალი კახა ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, წარმოშობით ბათუმელ მომღერალს ოთხი წლის შემდეგ ბათუმის მერობის სურვილი ისევ გაუჩნდა და, როგორც ადრე, ახლაც კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ხელმოწერები თავად შეაგროვა.
კახაბერ ცისკარიძე ამბობს, რომ ქალაქის მერი რიგითი ადამიანი უნდა იყოს. გეგმავს ბათუმის განვითარებას, ამბობს, რომ ქალაქი წლის ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება და რომ ბათუმში მთავარი გამოწვევა კულტურა და ხელოვნებაა.
კახა ცისკარიძე მოქალაქეებს პირადად ხვდება. ამბობს, რომ, როგორც მერობის სხვა კანდიდატები, თავად გრძელი დაპირებების სიით არ მოდის, მაგრამ აქვს საარჩევნო პროგრამა, რომელსაც ამომრჩეველს ეტაპობრივად გააცნობს.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 2017 წელს მიღებულმა ხმების რაოდენობამ გაუმყარა და ფიქრობს, რომ ქალაქის მერი გახდება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0