საქართველოს პრემიერმა ახალი გვირაბის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
 - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი კობი–გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთრის პერიოდში ხშირად იქმნება ზვავის ჩამოწოლის საშიშროება.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუკუნის პროექტი უწოდა 9-კილომეტრიანი გვირაბის და ახალი ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობას, რომელიც თბილისიდან ყაზბეგამდე ჩასვლას შესაძლებელს სულ რაღაც საათ-ნახევარში გახდის.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი კობი–გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთრის პერიოდში ხშირად არის ზვავების ჩამოწოლის საშიშროება, რის გამოც გზა იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის“ საკონტროლო–გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში“ დგომა.
გვირაბის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო
„ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, იმიტომ რომ წლის მანძილზე დაახლოებით 100 დღის განმავლობაში ეს გზა ჩაკეტილია და ჩვენი მოსახლეობა ვერ გადაადგილდება. შესაბამისად, ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეშეთი–კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღის განმავლობაში ამ გზაზე დაახლოებით 3-4 ათასი ავტომანქანა გადაადგილდება, საიდანაც 70% მსუბუქი, ხოლო დანარჩენი მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანაა.
„ეს არის ყველაზე დიდი გვირაბი მთელ ამიერკავკასიაში, 9 კილომეტრია მისი სიგრძე და თავისი პარამეტრებით უნიკალურია მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პროექტის ღირებულება 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს, აზიის განვითარების ბანკს და მშენებელ კომპანიას გვირაბის მშენებლობაში ხელშეწყობისთვის.
გზის მშენებლობა რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
როგორ განვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს 10 წელიწადში
10 სექტემბერს ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობის ფარგლებში 9-კილომეტრიანი გვირაბის ბურღვისა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
გვირაბის მშენებლობისათვის სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM (Tunnel boring machine), რომელიც გამორჩეულია იმით, რომ სამუშაო პროცესში მისი ვიბრაცია მინიმალურია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას. დანადგარი გამოირჩევა იმითაც, რომ ბურღვის პროცესში აწარმოებს გვირაბის მოპირკეთების სამუშაოსაც.
ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზის, მათ შორის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა ჩრდილოეთი–სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა.
ამჟამად აქ არსებული გზის სიგრძე 34 კილომეტრია, ახალი გზის სიგრძე კი 23 კილომეტრი იქნება, რაც მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს.
გზა-გამოსავალი: საქართველოში ზემო ლარსისკენ მიმავალ ახალი გზა აშენდება - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გზა–გამოსავალი: საქართველოში ზემო ლარსისკენ მიმავალი ახალი გზა აშენდება
ამასთან, სატრანზიტო გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ, განტვირთავს კურორტის საგზაო მოძრაობას, ხოლო მეორე მხრივ, სატრანზიტო მიმოსვლა გახდება უფრო უსაფრთხო.
მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
ამ გზის პარალელურად აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
ყველა ახალი ამბავი
0