დეა კულუმბეგაშვილი სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიფილმის გადაღება
ფილმის გადაღება - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
რეჟისორის სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა „დასაწყისი” გასულ წელს ფესტივალზე ტრიუმფი მოახდინა და 4 ჯილდო მოიპოვა.
თბილისი, 10 სექტებერი — Sputnik. ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან-სებასტიანის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე იქნება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიო კინოს ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, A–კლასის კინოფესტივალია, რომელიც 1953 წლიდან იმართება და ყოველწლიურად საავტორო კინოს 200-250 ნამუშევარს სთავაზობს ფესტივალის სტუმრებს. წელს ესპანეთში ფესტივალი 17–25 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში 19-23 სექტემბერს გაიმართება ღონისძიება FOCUS ON GEORGIA, სადაც საქართველო „სტუმარი ქვეყნის“ სტატუსით წარდგება. ფესტივალზე გაემგზავრება 10 ქართველი პროდიუსერი საინტერესო საქმიანი შეხვედრების გასამართად და უცხოელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
კადრი ფილმიდან „დასაწყისი“ - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
ქართული ფილმი „დასაწყისი" ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
რაც შეეხება დეა კულუმბეგაშვილს, რეჟისორის სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა „დასაწყისი” გასულ წელს ფესტივალზე ტრიუმფი მოახდინა და ოთხი ჯილდო მოიპოვა.
ფილმმა აიღო მთავარი პრიზი „ოქროს ნიჟარა“, დეა კულუმბეგაშვილმა კი, როგორც საუკეთესო რეჟისორმა, „ვერცხლის ნიჟარა“ მიიღო. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა ია სუხიტაშვილმა როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ვერცხლის ნიჟარა“ მოიპოვა, ასევე საუკეთესო სცენარისთვის პრიზი გადაეცათ დეა კულუმბეგაშვილს და რატი ონელს.
ყველა ახალი ამბავი
0