https://sputnik-georgia.com/20210910/bernis-bibliotekashi-qartuli-seqcia-gaixsneba-259498275.html
ბერნის ბიბლიოთეკაში ქართული სექცია გაიხსნება
ბერნის ბიბლიოთეკაში ქართული სექცია გაიხსნება
Sputnik საქართველო
საწყის ეტაპზე ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე სამოცამდე ქართული წიგნი განთავსდება. 10.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-10T16:37+0400
2021-09-10T16:37+0400
2021-09-10T21:06+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24444/97/244449738_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_cc04e9b46f10534c62249ff103591d65.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. შვეიცარიაში, ბერნის ბიბლიოთეკაში ქართული სექცია გაიხსნება, ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, ბიბლიოთეკა ბერნში მცხოვრები ქართველების ინიციატივით და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის, ბერნის კანტონის განათლების განყოფილების, ბერნის ინტერკულტურული ბიბლიოთეკისა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნება. გახსნის ცერემონია 16 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.„ღონისძიების ფარგლებში ქალაქ ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული საბავშვო ქართული და უცხოური ლიტერატურა ქართულ ენაზე“, – ნათქვამია განცხადებაში. საწყის ეტაპზე ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე სამოცამდე ქართული წიგნი განთავსდება.უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის უფრო ფართოდ წარმოჩენას ბერნის ბიბლიოთეკაში.საელჩოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ქართული ბიბლიოთეკის სექციის გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება, ღონისძიებას მხოლოდ 15 პირი დაესწრება.
https://sputnik-georgia.com/20201203/berlinis-bibliotekashi-qartuli-wignis-kutxe-sheiqmneba-250236400.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24444/97/244449738_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_63e87da19ecd87c9e5e472712f631bdf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
ბერნის ბიბლიოთეკაში ქართული სექცია გაიხსნება
16:37 10.09.2021 (განახლებულია: 21:06 10.09.2021) საწყის ეტაპზე ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე სამოცამდე ქართული წიგნი განთავსდება.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. შვეიცარიაში, ბერნის ბიბლიოთეკაში ქართული სექცია გაიხსნება,
ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბიბლიოთეკა ბერნში მცხოვრები ქართველების ინიციატივით და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის, ბერნის კანტონის განათლების განყოფილების, ბერნის ინტერკულტურული ბიბლიოთეკისა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნება.
გახსნის ცერემონია 16 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
„ღონისძიების ფარგლებში ქალაქ ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული საბავშვო ქართული და უცხოური ლიტერატურა ქართულ ენაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
საწყის ეტაპზე ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე სამოცამდე ქართული წიგნი განთავსდება.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის უფრო ფართოდ წარმოჩენას ბერნის ბიბლიოთეკაში.
საელჩოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ქართული ბიბლიოთეკის სექციის გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება, ღონისძიებას მხოლოდ 15 პირი დაესწრება.