გაიცანით 18 წლის ევა, რომელმაც ლეგენდარულ ჟან-პოლ ბელმონდოს უკანასკნელი წლები გაულამაზა

© AFP 2024 / Joel Saget ჟან პოლ ბელმონდო
ჟან პოლ ბელმონდო - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ცნობილი ვარსკვლავი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, საზოგადოების ყურადღების ქვეშ 18 წლის ევა მოექცა.
საფრანგეთში გუშინ ჟან-პოლ ბელმონდოს ხსოვნას პატივი მიაგეს. მსოფლიომ ლეგენდარული მსახიობი უკანასკნელ გზაზე „პროფესიონალიდან“ საკულტო მუსიკის ფონზე გააცილა.
პარიზში გამართულ მასშტაბურ სამგლოვიარო ცერემონიას უამრავი ადამიანი დაესწრო, ბუნებრივია, მათ შორის იყო ბელმონდოსა და ნატი თარდივალის 18 წლის ქალიშვილი სტელა ევა ანჯელინა ბელმონდოც.
გოგონა შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი და ცრემლებს ვერ იკავებდა. მრავალრიცხოვანი რომანების მიუხედავად, ლეგენდარული მსახიობი სულ ორჯერ იყო დაქორწინებული. მას ოთხი შვილი ჰყავს, ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი, მათგან პატრისია ბელმონდო 1994 წელს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბელმონდო პირად ცხოვრებას დიდ აფიშირებას არასდროს უკეთებდა. სწორედ ამიტომ ბევრისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც მისი 18 წლის ქალიშვილის სტელა ბელმონდოს შესახებ შეიტყვეს.
სტელა ევა ანჯელინა ბელმონდო საოცრად ლამაზი გოგონაა, ინტერნეტ-სივრცეში მამასთან გადაღებული ბევრი ფოტო არ მოიპოვება, თუმცა ფაქტია, ბელმონდოს უკანასკნელ წლებში გოგონა მის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და ლეგენდარულ მსახიობს დარჩენილ წლებს ულამაზებდა.
ყველა ახალი ამბავი
0