https://sputnik-georgia.com/20210910/12-wels-pirta-vaqcinacia-259505044.html
დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც რეკომენდებულია მოზარდის აცრა: პედიატრის განმარტება
დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც რეკომენდებულია მოზარდის აცრა: პედიატრის განმარტება
Sputnik საქართველო
ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ზღვარის დაწევის საკითხზე მსჯელობა როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს. 10.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-10T17:49+0400
2021-09-10T17:49+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251876219_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_91a40c2b8063e09384114041cc835495.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. მედიკოსები რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის რეკომენდაციას გავცემთ, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია Rustavi-2-ის ეთერში.მიქელაძემ ის განსაკუთრებული ქრონიკული დაავადებები დაასახელა, რომლის დროსაც ბავშვების ვაქცინაციაზე რეკომენდაცია გაიცემა.პედიატრის განცხადებით, თუ მშობელს რისკ-ჯგუფში შემავალი მოზარდის ვაქცინაციის სურვილი აქვს, მას შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა 100) მიმართოს პედიატრს, რომელიც განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას აცრის თაობაზე.მიქელაძის თქმით, იმ მოზარდებისთვის კი, რომელთაც არ აქვთ ქრონიკული დაავადება და არანაირი პათოლოგია არ აღენიშნებათ, ვაქცინაცია ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი. როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რათა საბოლოო რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს.მისი თქმით, მოზარდების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.12 წელს ზემოთ მოზარდებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო, ტარდებაPfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით. ასევე ჩინეთში აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების ავტორიზაცია მიიღო Sinopharm-ის ვაქცინამ. საქართველო მოზარდების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური“ შტამის გავრცელებას უკავშირდება, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადვილად ვრცელდება.ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.433.296 აცრა. ამ ეტაპზე ერთი დოზით აცრილია 325.472 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 30,8%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 553.912 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 19,4%. 9 სექტემბერს აიცრა 24.325 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210906/rodis-daiwyeba-12-wels-mozardebis-vaqcinacia-gabunias-ganmarteba-259358555.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251876219_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_165ad3df7f4c9a5f492540613c8c07ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც რეკომენდებულია მოზარდის აცრა: პედიატრის განმარტება
17:49 10.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ზღვარის დაწევის საკითხზე მსჯელობა როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. მედიკოსები რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის რეკომენდაციას გავცემთ, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია
Rustavi-2-ის ეთერში.
მიქელაძემ ის განსაკუთრებული ქრონიკული დაავადებები დაასახელა, რომლის დროსაც ბავშვების ვაქცინაციაზე რეკომენდაცია გაიცემა.
„რაც შეეხება განსაკუთრებულ რისკებს, ესაა ნერვული სისტემის სხვადასხვა თანდაყოლილი მძიმე ქრონიკული პათოლოგია, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. შესაბამისი რეკომენდაციები მიეცემათ პედიატრებსა და ოჯახის ექიმებს“, – განაცხადა მიქელაძემ.
პედიატრის განცხადებით, თუ მშობელს რისკ-ჯგუფში შემავალი მოზარდის ვაქცინაციის სურვილი აქვს, მას შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა 100) მიმართოს პედიატრს, რომელიც განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას აცრის თაობაზე.
მიქელაძის თქმით, იმ მოზარდებისთვის კი, რომელთაც არ აქვთ ქრონიკული დაავადება და არანაირი პათოლოგია არ აღენიშნებათ, ვაქცინაცია ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი.
როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რათა საბოლოო რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს.
„12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორი ძირითადი პრინციპია გასათვალისწინებელი. ამ ასაკობრივ ჯგუფში არიან მოზარდები თანმხლები დაავადებებით, რომელთა ვაქცინაციას ბევრი ქვეყანა უჭერს მხარს, რა თქმა უნდა, მშობლისა და მკურნალი ექიმის თანხმობით. თუმცა, რამდენად მიზანშეწონილია ვისაუბროთ მოზარდების ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე მაშინ, როდესაც ჯანმოს ამასთან დაკავშირებით საბოლოო რეკომენდაციები არ გამოუცია, ეს მსჯელობის საგანია“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, მოზარდების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.
12 წელს ზემოთ მოზარდებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო, ტარდებაPfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით. ასევე ჩინეთში აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების ავტორიზაცია მიიღო Sinopharm-ის ვაქცინამ. საქართველო მოზარდების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური“ შტამის გავრცელებას უკავშირდება, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადვილად ვრცელდება.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.433.296 აცრა. ამ ეტაპზე ერთი დოზით აცრილია 325.472 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 30,8%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 553.912 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 19,4%. 9 სექტემბერს აიცრა 24.325 ადამიანი.