https://sputnik-georgia.com/20210910/11-seqtembris-teraqtis-memorialis-gamofena-tbilissi-259508209.html
„მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არტეფაქტი“ : თბილისში 11 სექტემბრის მემორიალი გამოიფინა
„მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არტეფაქტი“ : თბილისში 11 სექტემბრის მემორიალი გამოიფინა
Sputnik საქართველო
ღონისძიებას ესწრებოდა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა მემორიალური სკულპტურის მესაკუთრე პაულ როძიანკომ 10.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-10T20:58+0400
2021-09-10T20:58+0400
2021-09-10T20:58+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259508161_0:27:1000:590_1920x0_80_0_0_d6ebe2619acee2ed7097938eac4e298d.png
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორიალი „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არტეფაქტი“ გამოიფინა და ტრაგედიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა, ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა და პატივი მიაგო 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მემორიალური სკულპტურის მესაკუთრემ პაულ როძიანკომ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ რაიან ჰარისმა.როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ეს დღე ყველაზე საშინელ ტრაგედიად რჩება თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში.ჩხენკელის განცხადებით, რომ 11 სექტემბრის მემორიალი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის, რეგიონებშიც გამოიფინება და მისი ნახვის შესაძლებლობა „ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება, რათა ყველას ახსოვდეს 11 სექტემბრის ტრაგედია და ტერორისტული აქტები არასდროს განმეორდეს“.მემორიალის მთავარი ელემენტია აფეთქებული ცათამბჯენისგან გადარჩენილი ფოლადის საყრდენი. მასზე შემორჩენილია კომპანია Laclede Steel-ის, სენტ-ლუისის ფოლადის წამყვანი მწარმოებლის სახელი და ინვენტარის ნომერი.აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე შენობა დაინგრა. მესამე თვითმფრინავმა პენტაგონის შენობას შეუტია, მეოთხე ავიალაინერი კი, რომელიც ვაშინგტონისკენ მიემართებოდა, პენსილვანიის ქალაქ შენქსვილთან ახლოს ჩამოვარდა.ტერაქტების შედეგად დაიღუპა დაახლოებით 3 000 ადამიანი. მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით, ეს ტერორისტული შეტევა ისტორიაში უდიდესი აღმოჩნდა.
https://sputnik-georgia.com/20210911/11-seqtembris-shetevebis-seria-fotoebze-249420113.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259508161_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_1efbdc2fd913d0c4ff000d454bb49ba1.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები
საზოგადოება, ახალი ამბები
„მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არტეფაქტი“ : თბილისში 11 სექტემბრის მემორიალი გამოიფინა
ღონისძიებას ესწრებოდა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა მემორიალური სკულპტურის მესაკუთრე პაულ როძიანკომ
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორიალი „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არტეფაქტი“ გამოიფინა და ტრაგედიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა, ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა და პატივი მიაგო 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მემორიალური სკულპტურის მესაკუთრემ პაულ როძიანკომ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ რაიან ჰარისმა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ეს დღე ყველაზე საშინელ ტრაგედიად რჩება თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში.
„ეს არ იყო მხოლოდ ამერიკის ტრაგედია, ეს იყო მსოფლიოს ტრაგედია და ის პირადად მეც შემეხო - იმ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვმოღვაწეობდი. 11 სექტემბერს ერთ-ერთ შენობაში იმყოფებოდა ჩემი ყოფილი ამერიკელი სტუდენტი და ის დაიღუპა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხს და მთელ კაცობრიობას“, - აღნიშნა ჩხენკელმა.
ჩხენკელის განცხადებით, რომ 11 სექტემბრის მემორიალი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის, რეგიონებშიც გამოიფინება და მისი ნახვის შესაძლებლობა „ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება, რათა ყველას ახსოვდეს 11 სექტემბრის ტრაგედია და ტერორისტული აქტები არასდროს განმეორდეს“.
მემორიალის მთავარი ელემენტია აფეთქებული ცათამბჯენისგან გადარჩენილი ფოლადის საყრდენი. მასზე შემორჩენილია კომპანია Laclede Steel-ის, სენტ-ლუისის ფოლადის წამყვანი მწარმოებლის სახელი და ინვენტარის ნომერი.
11 სექტემბერი 2021, 19:48
აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე შენობა დაინგრა. მესამე თვითმფრინავმა პენტაგონის შენობას შეუტია, მეოთხე ავიალაინერი კი, რომელიც ვაშინგტონისკენ მიემართებოდა, პენსილვანიის ქალაქ შენქსვილთან ახლოს ჩამოვარდა.
ტერაქტების შედეგად დაიღუპა დაახლოებით 3 000 ადამიანი. მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით, ეს ტერორისტული შეტევა ისტორიაში უდიდესი აღმოჩნდა.