https://sputnik-georgia.com/20210909/tika-jamburia-gaxda-259452274.html
თიკა ჯამბურია კიდევ გახდა და შესანიშნავად გამოიყურება – უახლესი ვიდეო
თიკა ჯამბურია კიდევ გახდა და შესანიშნავად გამოიყურება – უახლესი ვიდეო
Sputnik საქართველო
თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში მოტივაციის ასამაღლებელ ვიდეოს აქვეყნებს იმ გოგონებისთვის, რომლებსაც ფორმაში ჩადგომა ოცნებად ექცათ. 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T17:03+0400
2021-09-09T17:03+0400
2021-09-09T20:09+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259496012_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_fcf78a4f3ac31285e7240c5468dac269.jpg
ცნობილი მომღერალი პანდემიის პირობებშიც საკუთარ გარეგნობაზე აქტიურად ზრუნავს. ერთი პერიოდი მომღერალი დღეში რამდენიმე კილომეტრს დადიოდა და 18-საათიან დიეტას იცავდა, რის შედეგადაც საგრძნობლად დაიკლო წონაში. ამჟამად კი სპორტულ დარბაზში განაგრძობს ვარჯიშს და სულ უფრო და უფრო აოცებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს. უახლეს ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა არტისტი.მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, იდეალური სხეული არ აქვს, იმითაც ბედნიერია, რაც ღმერთმა არგუნა. ცოტა ხნის წინ თიკამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ფეხებზე ცელულიტები ეტყობა და გოგონებს მოუწოდა, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიული ცხოვრება ისწავლონ და არ იდარდონ ზედმეტად უმნიშვნელო ფიზიკური პრობლემების გამო.მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიდი ხანია პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს, რადგან, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, არ უნდა მის ხარჯზე ვიღაც ბიჭები პოპულარული გახადოს.თიკა ადრეულ ასაკში ბექა ხოფერიაზე იყო დაქორწინებული. წყვილის ურთიერთობა სკანდალური განქორწინებით დასრულდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს მეგობრობენ და ცოტა ხნის წინ ბექამ ყოფილ ცოლს და თინეიჯერ ქალიშვილ ნინას სახლიც კი აჩუქა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, რომელსაც საოცარი ხედი აქვს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259496012_33:0:990:718_1920x0_80_0_0_3b796ea6bd889864a6101392d6f2b996.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თიკა ჯამბურია ზედმეტი კილოგრამები მომღერალი ვარჯიში დარბაზი ბექა ხოფერია
თიკა ჯამბურია ზედმეტი კილოგრამები მომღერალი ვარჯიში დარბაზი ბექა ხოფერია
თიკა ჯამბურია კიდევ გახდა და შესანიშნავად გამოიყურება – უახლესი ვიდეო
17:03 09.09.2021 (განახლებულია: 20:09 09.09.2021) თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში მოტივაციის ასამაღლებელ ვიდეოს აქვეყნებს იმ გოგონებისთვის, რომლებსაც ფორმაში ჩადგომა ოცნებად ექცათ.
ცნობილი მომღერალი პანდემიის პირობებშიც საკუთარ გარეგნობაზე აქტიურად ზრუნავს. ერთი პერიოდი მომღერალი დღეში რამდენიმე კილომეტრს დადიოდა და 18-საათიან დიეტას იცავდა, რის შედეგადაც საგრძნობლად დაიკლო წონაში. ამჟამად კი სპორტულ დარბაზში განაგრძობს ვარჯიშს და სულ უფრო და უფრო აოცებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს. უახლეს ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა არტისტი.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, იდეალური სხეული არ აქვს, იმითაც ბედნიერია, რაც ღმერთმა არგუნა. ცოტა ხნის წინ თიკამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ფეხებზე ცელულიტები ეტყობა და გოგონებს მოუწოდა, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიული ცხოვრება ისწავლონ და არ იდარდონ ზედმეტად უმნიშვნელო ფიზიკური პრობლემების გამო.
მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიდი ხანია პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს, რადგან, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, არ უნდა მის ხარჯზე ვიღაც ბიჭები პოპულარული გახადოს.
თიკა ადრეულ ასაკში ბექა ხოფერიაზე იყო დაქორწინებული. წყვილის ურთიერთობა სკანდალური განქორწინებით დასრულდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს მეგობრობენ და ცოტა ხნის წინ ბექამ ყოფილ ცოლს და თინეიჯერ ქალიშვილ ნინას სახლიც კი აჩუქა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, რომელსაც საოცარი ხედი აქვს.