ამინდი საქართველოში: 9 სექტემბერი

© Sputnik / Alexander Imedashviliაბანოთუბანი
აბანოთუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე 9 სექტემბერს მზიან ამინდს პროგნოზირებენ, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა და ქარი.
ქუთაისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება. ოზურგეთში პლუს 26 გრადუსი სითბო და მცირე ნალექია ნავარაუდევი.
სინოპტიკოსები ფოთში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ზუგდიდშიც – პლუს 27 გრადუსი სითბო. მესტიაშიც უნალექო ამინდი იქნება, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსები ამბროლაურში პლუს 28 გრადუს სითბოს ვარაუდობენ, ჭიათურაში კი უნალექო ამინდი და პლუს 27 გრადუსია მოსალოდნელი.
ახალციხეში 26 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი, ბორჯომში პლუს 27 გრადუსი იქნება, ნავარაუდევია ქარი.
წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
ამინდი ბათუმში: 6-12 სექტემბრის ზუსტი პროგნოზი
სინოპტიკოსები ბაკურიანში ნალექს პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა პლუს 20 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი გუდაურშიც – ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე დაიწევს.
გორში უნალექო ამინდი და 27 გრადუსი სითბო იქნება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდი და პლუს 25 გრადუსია ნავარაუდევი, თელავსა (+25 გრადუსი) და გურჯაანში (+21 გრადუსი) კი წვიმიანი ამინდი იქნება.
რაც შეეხება სიღნაღს, აქ სინოპტიკოსები მზიან ამინდს პროგნოზირებენ – ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება.
რუსთავში წვიმიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა – პლუს 26 გრადუსი.
წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები თბილისში – ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27, ღამით კი პლუს 17 გრადუსია მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0