მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

NRFA: წინააღმდეგობის ფრონტი პანჯშირის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს

© REUTERS / MOHAMMAD ISMAILვითარება ავღანეთში
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის წინააღნდეგობის ფრონტი პროვინცია პანჯშირის ტერიტორის 60-65 პროცენტს აკონტროლებს, განაცხადა CNN-ის ეთერში ფრონტის წარმომადგენელმა ალი ნაზარიმ.

„პანჯშირში ყველა სტრატეგიული პოზიცია ჩვენი კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ტაქტიკურად დავიხიეთ უკან მთავარი გზიდან“, — აღნიშნა მან.

ნაზარის თქმით, მოძრაობა „თალიბანმა“ მძიმე დანაკარგები განიცადა წინააღმდეგობის ძალებთან ბრძოლებში. ფრონტის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ პანჯშირი ახლო მომავალში „სრულად გაიწმინდება“ თალიბებისგან.
თალიბი ბოევიკი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
მსოფლიო დღეს
უმეტესად თალიბები: აშშ შეშფოთებულია ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობით
როგორც ტაჯიკეთში ავღანეთის ელჩმა მოჰამად ზაქირ აკბარმა განაცხადა, ამ დროისათვის პანჯშირის წინააღმდეგობის ფრონტს უერთდება ყველა ეროვნების ავღანელი, რომლებიც არ აღიარებენ „თალიბანის“ მთავრობას. მათ შორის არიან უზბეკები, ხაზარები და პუშტუნები. მისი თქმით, პანჯშირში მალე შეიკრიბება „თალიბანის“ მოწინააღმდეგე სამხედრო სარდლების საბჭო მთელი ავღანეთიდან.
მანამდე, 6 სექტემბერს „თალიბანმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთის პროვინცია პანჯშირი სრულად გადავიდა თალიბების კონტროლქვეშ. ამასთან მათ გამოაქვეყნეს პანჯშირის გუბერნატორის რეზიდენციის წინ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აღმართავენ ისინი საკუთარ დროშას მის თავზე.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
მსოფლიო დღეს
ავღანეთი შარიათის კანონებით იცხოვრებს – „თალიბანი“ განცხადებას ავრცელებს
მოძრაობა „თალიბანმა“ 7 სექტემბერს ისლამური რესპუბლიკის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. მინისტრთა კაბინეტში ძირითადი პოსტები მოძრაობის ცნობილმა წევრებმა დაიკავეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას „თალიბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მოჰამად ჰასან ახუნდი შეასრულებს, რომელიც გაეროს სანქციების სიაშია 2001 წლიდან. 1996-2001 წლებში, როდესაც ავღანეთს „თალიბანი“ მართავდა, ახუნდი საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იყო ყანდაგარის გუბერნატორი.
ყველა ახალი ამბავი
0