„საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა“ – ვინ არის ქალი, რომელზეც მეგან მარკლმა იეჭვიანა

© Facebook / Harry & Meghanპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
განრისხებულმა ჰერცოგინიამ ემოციები ვერ შეიკავა, როდესაც ქმარი სხვა ქალთან ერთად დაინახა.
პრინცი ჰარის ცოლმა მეგან მარკლმა ემოციების დამალვა ვერ შეძლო: ყოფილმა მსახიობმა ქმარზე და ცნობილ სპორტსმენზე იეჭვიანა.
ზაფხულის ბოლოს ელისაბედ მეორის უმცროსი შვილიშვილი კოლორადოში დაესწრო საქველმოქმედო მატჩს პოლოში. მარკლმა ბავშვებთან ერთად სახლში დარჩენა ამჯობინა, რაც, წყაროების თანახმად, ცოტა მოგვიანებით ინანა.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
პრინცი ჰარის ყოფილი მეგობარი გოგონები - ოცამდე რომანი ცნობილ ქალებთან
მატჩის შემდეგ ჯგუფური ფოტო გამოჩნდა ასპენის ველის პოლოს კლუბის „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე, რომელშიც ჰერცოგი ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონას რაილი განცის გვერდით პოზირებდა, რაც კამათის მიზეზი გახდა.
როგორც New Idea იტყობინება, მეგანი დეტალებში არ შესულა, თუმცა ძალიან იეჭვიანა ფოტოს გამო.

„მეგანი უბრალოდ საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა, როდესაც დაინახა ლამაზი, ნიჭიერი და პოზიტიური რაილი”, – თქვა წყარომ წყვილის გარემოცვიდან და დაამატა, რომ განცი არის ისეთი ქალების ტიპი, რომელიც პრინცს ყოველთვის მოსწონდა, რამაც კიდევ უფრო შეაშფოთა მისი ცოლი.

წყაროს თანახმად, ჰარის ნამდვილად უყვარს მეგანი, მაგრამ მან უნდა აიწყოს კარიერა და დაუკავშირდეს ადამიანებს, ხოლო მარკლმა უნდა ისწავლოს ეჭვიანობის მოთოკვა.
ყველა ახალი ამბავი
0