https://sputnik-georgia.com/20210909/mari-xaritonashvili-teacher-award-laureatia-259438971.html
მასწავლებელი, რომელიც Global Teacher Award-ის პრემიის ლაურეატი გახდა
მასწავლებელი, რომელიც Global Teacher Award-ის პრემიის ლაურეატი გახდა
Sputnik საქართველო
მარი ხარიტონაშვილი მესამე ქართველი მასწავლებელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო. 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T09:41+0400
2021-09-09T09:41+0400
2021-09-09T13:46+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259431023_0:14:1400:802_1920x0_80_0_0_9032cf5f5e40af6ffd6eeaa3788bcccb.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქართველი პედაგოგი მარი ხარიტონაშვილი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award) პრემიის ლაურეატი გახდა.კონკურსი Global Teacher Award (GTA) ინდოეთში ტარდება, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ათეული მასწავლებელი ხდება. კონკურსში მონაწილეობისთვის ხარიტონაშვილმა მიგრაციის თემა აირჩია, რამდენადაც, მისი თქმით, აღნიშნული თემა საქართველოსთვის აქტუალურია.ქართველი პედაგოგი წელს ასევე იყო ნომინირებული „მასწავლებლის ერონულ ჯილდოზე“ და პირველ ათეულში მოხვდა. იგი თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესის“ გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია. „სანამ საქართველოში ეროვნულ ჯილდოზე წარმადგენდნენ, მანამდე შევიტანე ამ კონკურსზე განაცხადი. სკოლაში გეოგრაფიას ვასწავლი, თუმცა ინგლისური ენა კარგად ვიცი და ეს მეხმარება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაში“, – განაცხადა ხარიტონაშვილმა.ხარიტონაშვილი 24 წელია, რაც სკოლაში ასწავლის. ხუთი წლის წინ გახდა კონკურსის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული, რის შემდეგადაც ესტონეთში გაემგზავრა. სამი წლის წინ კი საქართველოსა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტში „პესტალოცი“ გაიმარჯვა და ავსტრიაში იმყოფებოდა.ხარიტონაშვილი მესამე ქართველი მასწავლებელია, რომელმაც Global Teacher Award მიიღო. მანამდე აღნიშნული პრემიის ლაურეატები გახდნენ ზესტაფონელი მარინე ფორჩხიძე და გორელი ირმა კურტანიძე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259431023_60:0:1195:851_1920x0_80_0_0_ab91333829f93c9683577870d670335c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში
მასწავლებელი, რომელიც Global Teacher Award-ის პრემიის ლაურეატი გახდა
09:41 09.09.2021 (განახლებულია: 13:46 09.09.2021) მარი ხარიტონაშვილი მესამე ქართველი მასწავლებელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქართველი პედაგოგი მარი ხარიტონაშვილი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award) პრემიის ლაურეატი გახდა.
კონკურსი Global Teacher Award (GTA) ინდოეთში ტარდება, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ათეული მასწავლებელი ხდება. კონკურსში მონაწილეობისთვის ხარიტონაშვილმა მიგრაციის თემა აირჩია, რამდენადაც, მისი თქმით, აღნიშნული თემა საქართველოსთვის აქტუალურია.
ქართველი პედაგოგი წელს ასევე იყო ნომინირებული „მასწავლებლის ერონულ ჯილდოზე“ და პირველ ათეულში მოხვდა. იგი თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესის“ გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია.
„სანამ საქართველოში ეროვნულ ჯილდოზე წარმადგენდნენ, მანამდე შევიტანე ამ კონკურსზე განაცხადი. სკოლაში გეოგრაფიას ვასწავლი, თუმცა ინგლისური ენა კარგად ვიცი და ეს მეხმარება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაში“, – განაცხადა ხარიტონაშვილმა.
ხარიტონაშვილი 24 წელია, რაც სკოლაში ასწავლის. ხუთი წლის წინ გახდა კონკურსის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული, რის შემდეგადაც ესტონეთში გაემგზავრა. სამი წლის წინ კი საქართველოსა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტში „პესტალოცი“ გაიმარჯვა და ავსტრიაში იმყოფებოდა.
ხარიტონაშვილი მესამე ქართველი მასწავლებელია, რომელმაც Global Teacher Award მიიღო. მანამდე აღნიშნული პრემიის ლაურეატები გახდნენ ზესტაფონელი მარინე ფორჩხიძე და გორელი ირმა კურტანიძე.