„შვიდი შვილი მინდა...“ – კაილი ჯენერი ორსულობის ვიდეოს აქვეყნებს

© Facebook / Kylie Jennerკაილი ჯენერი
კაილი ჯენერი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კაილი ჯენერი და ამერიკელი რეპერი ტრევის სკოტი მეორე შვილს ელოდებიან. ახალგაზრდა მილიარდერმა ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
2020 წელს Harper’s Bazaar’s-თან ინტერვიუში კაილი ჯენერმა განაცხადა, რომ ზოგადად შვიდი შვილის ყოლა სურს, თუმცა იმჟამად ორსულობის დროს მიღებული წნეხის ქვეშ ყოფნაზე აღარ ფიქრობდა.

„შვიდი შვილი მინდა, თუმცა ახლა არა. ჩემი მეგობრები სულ ამ თემაზე მესაუბრებიან, მაგრამ ორსულობა მარტივი რამ არაა. ეს პროცესი სახუმარო ნამდვილად არ არის და მე ამ წნეხისთვის ჯერ მზად არ ვარ“, – ამბობდა მოდელი.

კაილის და ტრევისს პირველი შვილი სტორმი ვებსტერი 2018 წლის თებერვალში შეეძინათ და ახლა ის სამი წლისაა.
ყველა ახალი ამბავი
0