https://sputnik-georgia.com/20210909/------259470262.html
კოვზიაშვილი: ვადასტურებ, შეიარაღებული თავდამსხმელი თანხას მოითხოვდა
კოვზიაშვილი: ვადასტურებ, შეიარაღებული თავდამსხმელი თანხას მოითხოვდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ამ დროისათვის „საქართველოს ბანკის“ შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, განაცხადა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების... 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T18:06+0400
2021-09-09T18:06+0400
2021-09-09T20:29+0400
კრიმინალი საქართველოში
ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259468468_348:49:1248:555_1920x0_80_0_0_547981471c006dabef419bae988a44a2.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ამ დროისათვის „საქართველოს ბანკის“ შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, განაცხადა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.მისი თქმით, ამჟამად თავდამსხმელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.„მძარცველი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ იმყოფება, შეიარაღებულია. ასევე ვადასტურებ, რომ მას ჰქონდა მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით. დანარჩენ დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გაგაცნობთ", – განაცხადა კოვზიაშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით დღის 4 საათისთვის ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელსაც 15-მდე ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, ხელყუმბარითაა შეიარაღებული. მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს მოითხოვდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმები.
https://sputnik-georgia.com/20210909/--------259468923.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259468468_408:50:1221:660_1920x0_80_0_0_80501f8c49598462a27efa4ed81d0f0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში , ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში , ახალი ამბები
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ამ დროისათვის „საქართველოს ბანკის“ შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, განაცხადა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად თავდამსხმელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მძარცველი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ იმყოფება, შეიარაღებულია. ასევე ვადასტურებ, რომ მას ჰქონდა მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით. დანარჩენ დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გაგაცნობთ", – განაცხადა კოვზიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით დღის 4 საათისთვის ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელსაც 15-მდე ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, ხელყუმბარითაა შეიარაღებული. მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს მოითხოვდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმები.