https://sputnik-georgia.com/20210909/--------259467261.html
ყვარლის მერი: უცნობია ბანკში მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა
ყვარლის მერი: უცნობია ბანკში მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა
Sputnik საქართველო
ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ტარდება ყველა საჭირო და გადაუდებელი ღონისძიება. 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T17:20+0400
2021-09-09T17:20+0400
2021-09-09T20:15+0400
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259466820_220:164:1266:753_1920x0_80_0_0_26b43ea34c59f626116c8d7af10c8648.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი პირის ვინაობა ამ დროისათვის უცნობია, განაცხადა ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელსაც 15-მდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი, ხელყუმბარითაა შეიარაღებული და იგი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს მოითხოვს. სესიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ბანკის ფილიალში. სამართალდამცველები ცდილობენ, რომ ბანკში შეჭრილ პირთან კომუნიკაცია შედგეს.„სამართალდამცველები ადგილზე უსაფრთხოების ყველა ნორმას იცავენ. ჯერჯერობით მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის. უცნობია ასევე კონკრეტულად რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა სესიაშვილმა.ამ დროისათვის ბანკის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზება გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20210909/----------259466314.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259466820_463:130:1331:781_1920x0_80_0_0_f387b5d3953bf41b43efeeb32321fdd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
ყვარლის მერი: უცნობია ბანკში მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა
17:20 09.09.2021 (განახლებულია: 20:15 09.09.2021) ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ტარდება ყველა საჭირო და გადაუდებელი ღონისძიება.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი პირის ვინაობა ამ დროისათვის უცნობია, განაცხადა ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელსაც 15-მდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი, ხელყუმბარითაა შეიარაღებული და იგი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს მოითხოვს.
სესიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ბანკის ფილიალში. სამართალდამცველები ცდილობენ, რომ ბანკში შეჭრილ პირთან კომუნიკაცია შედგეს.
„სამართალდამცველები ადგილზე უსაფრთხოების ყველა ნორმას იცავენ. ჯერჯერობით მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის. უცნობია ასევე კონკრეტულად რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამ დროისათვის ბანკის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზება გრძელდება.