https://sputnik-georgia.com/20210908/shorena-begashvili-lasha-barateli-259384746.html
შორენა ბეგაშვილს „ინსტაგრამზე“ ლაშა ბარათელი გამოწერილი არ ჰყავს – ვისი ხელმომწერია მოდელი
შორენა ბეგაშვილს „ინსტაგრამზე“ ლაშა ბარათელი გამოწერილი არ ჰყავს – ვისი ხელმომწერია მოდელი
Sputnik საქართველო
შორენა ბეგაშვილს „ისტაგრამზე“ ასიათასობით ხელმომწერი ჰყავს, თუმცა თავად მათგან მხოლოდ ორს იწერს. 08.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-08T11:01+0400
2021-09-08T11:01+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24664/34/246643473_0:174:1000:737_1920x0_80_0_0_6431d4dbad7c9a348e374caf2405bf36.jpg
პოპულარული მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთი პოპულარული სელებრითია. შორენას ამ დროისათვის 476 ათასი ხელმომწერი ჰყავს, თუმცა აქედან თვითონ მხოლოდ ორის ხელმომწერია. ერთი მისი შვილის ევა ბარბაქაძის გვერდია და მეორე – მისი საავტორო გადაცემის „შორენას ეფექტის“ „ინსტაგრამის“ გვერდი.რაც შეეხება ლაშა ბარათელს, რომელთანაც ქალს უკვე წელიწადზე მეტია სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს, ის შორენას ფავორიტებში არ აღმოჩნდა. უცნობია, შორენა მას სპეციალურად არ იწერს, თუ ბარათელი უბრალოდ სოციალურ ქსელებში საკუთარი თავის აფიშირებას ერიდება.მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს შორენამ ესპანეთიდან მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ე.წ. კანონიერი ქურდი მის ფოტოებში აღარ ჩანს. როგორც შორენამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხელმომწერებთან საუბარში აღნიშნა, ბარათელს ფოტოების გადაღება არ უყვარს.სანამ ქმარს დაშორდებოდა, შორენა ბეგაშვილი სულ სამ გვერდს იწერდა და ერთ-ერთი სწორედ ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე იყო, რომელთანაც მოდელს რვაწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.მას შემდეგ, რაც შორენამ იუსტიციის სახლიდან მოულოდნელად გამოაქვეყნა განქორწინების მოწმობა, „ინსტაგრამზე“ გამოწერაც გააუქმა ნანაძესთან. თუმცა საზოგადოებამ ისიც ვერ გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24664/34/246643473_0:81:1000:831_1920x0_80_0_0_636092d0b085cc23dbe2d216828990ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შორენა ბეგაშვილი ლაშა ბარათელი instagram
შორენა ბეგაშვილი ლაშა ბარათელი instagram
შორენა ბეგაშვილს „ინსტაგრამზე“ ლაშა ბარათელი გამოწერილი არ ჰყავს – ვისი ხელმომწერია მოდელი
11:01 08.09.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) შორენა ბეგაშვილს „ისტაგრამზე“ ასიათასობით ხელმომწერი ჰყავს, თუმცა თავად მათგან მხოლოდ ორს იწერს.
პოპულარული მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთი პოპულარული სელებრითია. შორენას ამ დროისათვის 476 ათასი ხელმომწერი ჰყავს, თუმცა აქედან თვითონ მხოლოდ ორის ხელმომწერია. ერთი მისი შვილის ევა ბარბაქაძის გვერდია და მეორე – მისი საავტორო გადაცემის „შორენას ეფექტის“ „ინსტაგრამის“ გვერდი.
რაც შეეხება ლაშა ბარათელს, რომელთანაც ქალს უკვე წელიწადზე მეტია სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს, ის შორენას ფავორიტებში არ აღმოჩნდა. უცნობია, შორენა მას სპეციალურად არ იწერს, თუ ბარათელი უბრალოდ სოციალურ ქსელებში საკუთარი თავის აფიშირებას ერიდება.
მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს შორენამ ესპანეთიდან მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ე.წ. კანონიერი ქურდი მის ფოტოებში აღარ ჩანს. როგორც შორენამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხელმომწერებთან საუბარში აღნიშნა, ბარათელს ფოტოების გადაღება არ უყვარს.
სანამ ქმარს დაშორდებოდა, შორენა ბეგაშვილი სულ სამ გვერდს იწერდა და ერთ-ერთი სწორედ ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე იყო, რომელთანაც მოდელს რვაწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
მას შემდეგ, რაც შორენამ იუსტიციის სახლიდან მოულოდნელად გამოაქვეყნა განქორწინების მოწმობა, „ინსტაგრამზე“ გამოწერაც გააუქმა ნანაძესთან. თუმცა საზოგადოებამ ისიც ვერ გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი.