„ჯეირან მედია“: თბილისში ესეების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili პრეს-კონფერენცია: საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება
 პრეს-კონფერენცია: საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებულებმა მიიღეს სერთიფიკატები და სუვენირები, ასევე ფულადი პრიზები
თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. „ჯეირან მედიას“ პრესკლუბის მიერ ორგანიზებული ესეების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა სამშაბათს „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში.
„ჯეირან მედიას“ მთავარი რედაქტორის, ეკატერინა შიშკინას თქმით, კონკურსმა გამოიწვია დიდი ინტერესი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდა ჟურნალისტებში.
კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 40-მა ახალგაზრდა სპეციალისტმა ამ ქვეყნებიდან.
„მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზაციაში გაწეული დახმარებისთვის. ჩვენი კონკურსის ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ ინტერესის გაღვივება საერთო ისტორიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და რუსეთის ინტეგრაციის თანამედროვე პროცესების მიმართ, არამედ ურთიერთშეხების წერტილების მოძიება, ახლებური ხედვის ჩამოყალიბება ქვეყნების მრავალმხრივი ურთიერთქმედების პერსპექტივებზე“, - განაცხადა ვიდეოჩართვისას ეკატერინა შიშკინამ.
ნომინაციაში „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროექტების ფარგლებში და მათი პერსპექტივები: EAEU, დსთ, CSTO“ კონკურსის გამარჯვებულის, ნინო სკვორცოვას თქმით, ასეთი კონკურსები სჭირდება ახალგაზრდა ჟურნალისტებს პანდემიის დროს, როდესაც მთელი ურთიერთობა მოიცავს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს სოციალურ ქსელებში.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliნინო სკვორცოვა. პრეს-კონფერენცია. საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება
 Нино Скворцова. Пресс-конференция: Награждение участников международного конкурса в Тбилиси

 - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
ნინო სკვორცოვა. პრეს-კონფერენცია. საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება
„ასეთი კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის დროს, როდესაც ცოცხალი ურთიერთობის ნაკლებობაა. ყველა ნამუშევარი იყო ძალიან ღირსეული და საინტერესო. ჟიურის არჩევანის გაკეთება გაუჭირდა“, - განაცხადა სკვორცოვამ.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliნიკოლოზ ბიწაძე. პრეს-კონფერენცია: საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება
Николоз Бицадзе. Пресс-конференция: Награждение участников международного конкурса в Тбилиси

 - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
ნიკოლოზ ბიწაძე. პრეს-კონფერენცია: საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება
ნომინაციაში „COVID-19: ეროვნული პრობლემები და ინტეგრაციული გადაწყვეტილებები“ ჟიურიმ შეარჩია ნიკოლოზ ბიწაძის ნამუშევარი, ხოლო ესეებს შორის თემაზე „მეორე მსოფლიო ომის შესახებ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება: გამოწვევები და საფრთხეები“ საუკეთესოდ აღიარეს ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური ანალიზის და მართვის კათედრის ასპირანტი დმიტრი აბაზოვი.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliდმიტრი აბაზოვი. პრეს-კონფერენცია: საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება
 Дмитрий Абазов. Пресс-конференция: Награждение участников международного конкурса в Тбилиси

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
დმიტრი აბაზოვი. პრეს-კონფერენცია: საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის სამმართველოს უფროსის მოადგილე ახლო უცხოეთში და ბალტიის ქვეყნებში ელენა ზაგოროდნაია, ევრაზიის ხალხთა ასამბლეის გენერალური სამდივნოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ახალგაზრდული თანამშრომლობის საკითხებში, ევრაზიის ხალხთა ახალგაზრდული ასამბლეის თანათავმჯდომარე მარიანა გრიგოროვიჩი, ახლო უცხოეთში და ბალტიის ქვეყნებში Sputnik-ის მულტიმედიური ცენტრების დირექციის უფროსი რედაქტორი ეგორ სოზაევი-გურიევი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 18-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა სპეციალისტებსა და ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.
კონკურსის ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი, გამარჯვებულებმა - ფულადი პრიზები. გარდა ამისა, გამარჯვებულთა ნამუშევრები ეტაპობრივად გამოქვეყნდება ვებგვერდზე „ჯეირან მედია“.
ყველა ახალი ამბავი
0