Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალისა და პედაგოგების ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს

© Sputnik / STRINGERამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასოა, მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის უფლება აქვთ.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ის მხარს უჭერს სამედიცინო პერსონალსა და პედაგოგებში სავალდებულო ვაქცინაციას.

„რადგან ჩვენ, ექიმებს საქმე გვაქვს მოსახლეობასთან, მათ ჯანმრთელობასთან, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და ამავე დროს მაგალითი მივცეთ სხვებს, და მეორე, რომ მასწავლებლები მუშაობენ ჩვენს მომავალ თაობებთან. უსაფრთხო უნდა იყოს სკოლა, უსაფრთხო უნდა იყოს უნივერსიტეტები", – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
 Pfizer–ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
პედიატრი 12 წელს ზემოთ რისკ-ჯგუფში შემავალი მოზარდების ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევა
ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.366.678 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 347.234 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 30,0%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 509.722 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 17,8%. 7 სექტემბერს 27.011 ადამიანი აიცრა.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 60-70% უნდა აიცრას.
განათლების სამინისტროს 31 აგვისტოს ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 46%-მდე გაიზარდა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0