ევროკავშირი და აშშ უკმაყოფილო არიან „ქართული ოცნებით“ და საკონსტიტუციო ცვლილებებით

© photo: Sputnikკარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
მმართველი პარტიის ნაბიჯი შეფასდა როგორც საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის გაზრდის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ – უარი ეთქვა კონსტიტუციაში შესწორებაზე, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურას ცვლის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კრიტიკა დაიმსახურა.
გუშინ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით კენჭისყრაზე გავიდა იმ პუნქტის გარეშე, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით (90 ხმა) ითვალისწინებს.
ოპოზიციასთან შეთანხმებული შესწორებები ითვალისწინებს შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერის 2%-მდე დაწევას, ნაცვლად 5%-ისა, როგორც ამას მოქმედი ვერსია ითვალისწინებს. ამასთან პროპორციული არჩევნების პრინციპი უცვლელი დარჩა. მმართველი პარტია და ოპოზიცია აგრეთვე შეთანხმდნენ ფრაქციის შექმნაზე ოთხი დეპუტატის მიერ.

„სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით. ცვლილება უზრუნველყოფდა ყველა პოლიტიკური პარტიის ფართომასშტაბიან მხარდაჭერას და იმ რისკის შემცირებას, რომ მომავალში მხოლოდ ერთ პარტიას ექნება შესაძლებლობა დანიშნოს გენერალური პროკურორი“, – ნათქვამია ჰარცელის განცხადებაში.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც.
„პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა გენერალური პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა... დანიშვნის პროცესში შემოთავაზებულ ცვლილებას რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია – სამართლის ექსპერტთა საერთაშორისო ორგანო, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ექსპერტები“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტი მიიღო
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი იმსახურებს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელსაც არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს რეფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, აღნიშნავენ აშშ-ის საელჩოში.
„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ ცვლილებების პროექტს (გენპროკურორის არჩევის საკითხის გარეშე) მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამ.
ოპოზიციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული შესწორება კონსტიტუციაში არ შევიდა, მნიშვნელოვანია დაბალი გამსვლელი ბარიერის პირობებში პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების პრინციპის დამტკიცება.
ყველა ახალი ამბავი
0