https://sputnik-georgia.com/20210908/cotne-ivanishvilma-van-gogis-cnobili-naxatis-asli-sheqmna-259411858.html
„სასწაულია...“ – ცოტნე ივანიშვილმა ვან გოგის ცნობილი შედევრის ასლი შექმნა
„სასწაულია...“ – ცოტნე ივანიშვილმა ვან გოგის ცნობილი შედევრის ასლი შექმნა
Sputnik საქართველო
ცოტნე ივანიშვილის მიერ შესრულებულ ვან გოგის ცნობილი შედევრის „ვარსკვლავებიანი ღამის“ ასლს ორიგინალისგან ვერ გაარჩევთ. 08.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-08T13:35+0400
2021-09-08T13:35+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252366855_0:155:1001:718_1920x0_80_0_0_03f913bcfcd6b07a7efd78aed8af0304.jpg
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ბავშვობიდან ხატავს. ამჯერად ცოტნემ სოციალური ქსელის მომხმარებლები გააოცა, როდესაც „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა საკუთარი ნამუშევრის ფოტოები, რომელსაც ვან გოგის ცნობილი შედევრისგან ვერ გაარჩევთ.16 წლის ცოტნე გატაცებულია მხატვრობით, ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს სოციალურ ქსელში და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ცნობილია ასევე ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით უყვარს მხატვრობა და მის პირად კოლექციაში ბევრი ძვირადღირებული შედევრი ინახება.მამას ბოლო დაბადების დღეზე ცოტნემ სწორედ პორტრეტი აჩუქა, რამაც მილიარდერი, სავარაუდოდ, ძალიან გაახარა. პორტრეტი აჩუქა ასევე ბერასაც, რომელთანაც ცოტნეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.ცოტნე ივანიშვილი, სავარაუდოდ, კვლავ სამხრეთ კორეაში იმყოფება ძმასთან, ბერა ივანიშვილთან და მის ოჯახთან ერთად. ის მოგვიანებით ჩავიდა ძმასთან მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა საქართველო აპრილში დატოვა და ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა.ნანუკამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში იმყოფება. მათთან ერთად არის პატარა ბერუკა ივანიშვილიც.რაც შეეხება ცნობილი რეპერის სამხრეთ კორეაში გამგზავრების მიზეზს, მან წასვლის წინ “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში მუსიკალური გეგმები აქვს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252366855_0:62:1001:812_1920x0_80_0_0_0e3dcf8b2f02f2645f4216a526eee395.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ცოტნე ივანიშვილი ვან გოგი ვარსკვლავებიანი ღამე ბიძინა ივანიშვილი ბერა ნანუკა გუდავაძე ბერუკა
ცოტნე ივანიშვილი ვან გოგი ვარსკვლავებიანი ღამე ბიძინა ივანიშვილი ბერა ნანუკა გუდავაძე ბერუკა
„სასწაულია...“ – ცოტნე ივანიშვილმა ვან გოგის ცნობილი შედევრის ასლი შექმნა
13:35 08.09.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) ცოტნე ივანიშვილის მიერ შესრულებულ ვან გოგის ცნობილი შედევრის „ვარსკვლავებიანი ღამის“ ასლს ორიგინალისგან ვერ გაარჩევთ.
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ბავშვობიდან ხატავს. ამჯერად ცოტნემ სოციალური ქსელის მომხმარებლები გააოცა, როდესაც „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა საკუთარი ნამუშევრის ფოტოები, რომელსაც ვან გოგის ცნობილი შედევრისგან ვერ გაარჩევთ.
„სასწაულია“, „მომავალი ზურაბ წერეთელი“, „რა ლამაზია“, „ყოჩაღ“, „ნამდვილად ხელოვანად ჩამოყალიბდი“, „წარმოიდგენელია“, – წერენ ცოტნეს ხელმომწერები ფოტოს ქვეშ.
16 წლის ცოტნე გატაცებულია მხატვრობით, ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს სოციალურ ქსელში და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ცნობილია ასევე ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით უყვარს მხატვრობა და მის პირად კოლექციაში ბევრი ძვირადღირებული შედევრი ინახება.
მამას ბოლო დაბადების დღეზე ცოტნემ სწორედ პორტრეტი აჩუქა, რამაც მილიარდერი, სავარაუდოდ, ძალიან გაახარა. პორტრეტი აჩუქა ასევე ბერასაც, რომელთანაც ცოტნეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.
ცოტნე ივანიშვილი, სავარაუდოდ, კვლავ სამხრეთ კორეაში იმყოფება ძმასთან, ბერა ივანიშვილთან და მის ოჯახთან ერთად. ის მოგვიანებით ჩავიდა ძმასთან მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა საქართველო აპრილში დატოვა და ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა.
ნანუკამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში იმყოფება. მათთან ერთად არის პატარა ბერუკა ივანიშვილიც.
რაც შეეხება ცნობილი რეპერის სამხრეთ კორეაში გამგზავრების მიზეზს, მან წასვლის წინ “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში მუსიკალური გეგმები აქვს.