ვის დარჩება ბელმონდოს ქონება – ადვოკატები არალეგიტიმური მემკვიდრეების გამოჩენას ელოდებიან

© AFP 2024 / Jean-Pierre Mullerჟან პოლ ბელმონდო
ჟან პოლ ბელმონდო - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
ფრანგი მსახიობის ჟან-პოლ ბელმონდოს ქონება, რომელიც 6 აგვისტოს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, სულ მცირე ოთხ ადამიანზე გადანაწილდება.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ბელმონდოს ჰქონდა ბევრი სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ ის ორჯერ იყო დაქორწინებული. გავრცელებული ინფორმაციით, მას ურთიერთობა ჰქონდა მსახიობებთან ურსულა ანდრესთან, ლორა ანტონელთან, მოდელებთან მარია კარლოს სოტომაიორთან და ბარბარა განდოლფისთან.
ორი წლის წინ ბელმონდო დაუბრუნდა სოტომაიორს, რომელსაც იგი ხვდებოდა 1980 წლიდან 1987 წლამდე, მაგრამ მათ შვილები არ ჰყავდათ. საერთო ჯამში ბელმონდოს ჰყავს ოთხი შვილი სხვადასხვა ქორწინებიდან. ამავდროულად ადვოკატები ემზადებიან იმ ფაქტისთვის, რომ არალეგიტიმური მემკვიდრეები, რომელთა შესახებ ფართო საზოგადოებამ ჯერ არ იცის, ასევე შეუერთდებიან მემკვიდრეობისთვის ბრძოლას.
რაც შეეხება ქონებას, მსახიობს, რამდენიმე ბინის გარდა, ჰქონდა კინოსტუდია, მას ასევე ეკუთვნოდა რესტორანი და ტურისტული ბიზნესი.
ფრანგ მსახიობს პარიზი 9 სექტემბერს დაემშვიდობება. მსახიობის ოჯახს მიუსამძიმრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მისი თქმით, ბელმონდო იყო ეროვნული საგანძური.
ბელმონდოს სამსახიობო კარიერა 50 წელზე მეტხანს გაგრძელდა, მან არაერთ ცნობილ ფილმში ითამაშა. მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“.
1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის მფლობელი მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“. 2011 წელს კანის კინოფესტივალზე ის ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.
ყველა ახალი ამბავი
0