უვადო მსჯავრდებულებისთვის კარიერის დაგეგმვის მიზნით ონლაინ კონსულტაციები დაიწყო

© photo: Sputnik / Maksim Blinovციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
პროექტის მიზანია უვადო მსჯავრდებულების კვალიფიკაცია ამაღლდეს და მათი, როგორც სამუშაოს მაძიებლების დასაქმება შრომის ბაზარზე უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უვადო მსჯავრდებულებისთვის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიზნით ონლაინ კონსულტაციები დაიწყო, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ მომსახურებას ბენეფიციარები ყოველდღიურად მიიღებენ ცხრა დღის განმავლობაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი უვადო მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპია, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება.
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
უვადო პატიმრებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ
ინიციატივა სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა მიმდინარე წლის აგვისტოში გააფორმეს.
შეთანხმება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში მსჯავრდებულების ჩართვას ითვალისწინებს.
სააგენტოს ცნობით, შეთანხმების ფარგლებში მსჯავრდებულებს (როგორც პენიტენციური დაწესებულების შიგნით, ისე დაწესებულების გარეთ) შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ პროფესიული კონსულტაციები, დაგეგმონ კარიერა, გაეცნონ შრომის ბაზრის ტენდენციებს და დაეუფლონ პოპულარულ პროფესიებს.
ყველა ახალი ამბავი
0