https://sputnik-georgia.com/20210907/shemtxvevebi-gacilebit-metia-gamyrelidze-259398199.html
„შემთხვევები გაცილებით მეტია": გამყრელიძე დღევანდელ კოვიდ-მონაცემებზე
„შემთხვევები გაცილებით მეტია": გამყრელიძე დღევანდელ კოვიდ-მონაცემებზე
Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ვაქცინებთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება. 07.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-07T18:18+0400
2021-09-07T18:18+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0d/249434499_0:17:1280:737_1920x0_80_0_0_5f02a971ca382ea818e27308d97aeca5.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებულ ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს არარეალური უწოდა.გამყრელიძის თქმით, ინფიცირების 1.965 ახალი შემთხვევა არარეალური რიცხვია, რამდენადაც გუშინ იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე. აქედან გამომდინარე, ვერ მოხდა პორტალზე ყველა შემთხვევის ატვირთვა. თუმცა ისინი ბაზაში იქნება ასახული.გამყრელიძე ასევე შეეხო ვაქცინაციის პროცესს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დეფიციტი არ იქნება.ეპიდემიოლოგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა პირბადის ტარების მნიშვნელობაც. მისი თქმით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე მოიმატებს, დეკემბრისთვის დაახლოებით 250 სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი. საქართველოში კორონავირუსის მეხუთე და მომდევნო ტალღების გავრცელებას ელოდებიან, მაგრამ იმისთვის, რომ იგი თავიდან ავიცილოთ, საჭიროა კოლექტიური იმუნიტეტი და პირბადის ტარების მაღალი მაჩვენებელი. სპეციალისტები აქტიური ვაქცინაციისკენ ორსულებსაც მოუწოდებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს ორსულებში ინფიცირების 1,3 ათასი და ლეტალობის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 5 ათასამდე გაიზარდა, გარდაცვალების მაჩვენებელმა კი 0,3% შეადგინა.ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1.340.062 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 850.868 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,8%. სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია 489.194 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 17,1%.
https://sputnik-georgia.com/20210907/kovid-vitareba-tbilissa-da-regionebshi-259371336.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0d/249434499_115:0:1280:874_1920x0_80_0_0_9061eca24fa263eec2681f5b2f6740c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
„შემთხვევები გაცილებით მეტია": გამყრელიძე დღევანდელ კოვიდ-მონაცემებზე
18:18 07.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ვაქცინებთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებულ ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს არარეალური უწოდა.
გამყრელიძის თქმით, ინფიცირების 1.965 ახალი შემთხვევა არარეალური რიცხვია, რამდენადაც გუშინ იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე. აქედან გამომდინარე, ვერ მოხდა პორტალზე ყველა შემთხვევის ატვირთვა. თუმცა ისინი ბაზაში იქნება ასახული.
გამყრელიძე ასევე შეეხო ვაქცინაციის პროცესს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დეფიციტი არ იქნება.
„ძალიან მოთხოვნადი აღმოჩნდა Sinopharm, ამ კვირის ბოლოს ქვეყანაში ამ პრეპარატის დამატებითი დოზები უნდა შემოვიდეს, ანუ ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში აღარ იქნება. მთავარია მოსახლეობის დამყოლობა. ადამიანები უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის სარგებლიანობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა პირბადის ტარების მნიშვნელობაც. მისი თქმით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე მოიმატებს, დეკემბრისთვის დაახლოებით 250 სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი. საქართველოში კორონავირუსის მეხუთე და მომდევნო ტალღების გავრცელებას ელოდებიან, მაგრამ იმისთვის, რომ იგი თავიდან ავიცილოთ, საჭიროა კოლექტიური იმუნიტეტი და პირბადის ტარების მაღალი მაჩვენებელი.
სპეციალისტები აქტიური ვაქცინაციისკენ ორსულებსაც მოუწოდებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს ორსულებში ინფიცირების 1,3 ათასი და ლეტალობის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 5 ათასამდე გაიზარდა, გარდაცვალების მაჩვენებელმა კი 0,3% შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1.340.062 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 850.868 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,8%. სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია 489.194 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 17,1%.