https://sputnik-georgia.com/20210907/ramdenime-atasi-tbiliseli-titqmis-ori-dre-ramit-gazis-garese-darceba-259407177.html
რამდენიმე ათასი თბილისელი თითქმის ორი დღე-ღამით გაზის გარეშე დარჩება
რამდენიმე ათასი თბილისელი თითქმის ორი დღე-ღამით გაზის გარეშე დარჩება
Sputnik საქართველო
გათიშვა უკავშირდება ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე ახალ გაზსადენზე გადართვით სამუშაოებს 07.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-07T23:44+0400
2021-09-07T23:44+0400
2021-09-07T23:44+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/30/238293048_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_2984278eb74b85d2ced1ff42666dcd6c.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. თბილისში ხუთი ათასზე მეტ აბონენტს 8 სექტემბრიდან თითქმის ორი დღე-ღამით ბუნებრივი აირი შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.გაზგამანაწილებელი კომპანიის მონაცემებით, გათიშვა უკავშირდება ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე ახალ გაზსადენზე გადართვით სამუშაოებს. სამუშაოები კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ დაკვეთით მიმდინარეობს.„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გათიშვა მოხდება 8 სექტემბერს 18:00 საათიდან, ხოლო გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება 10 სექტემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს აბონენტთა ნაწილს, კერძოდ, გაგარინის მოედნის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს, დიღომში, ვაშლიჯვარსა და მარშალ გელოვანის გამზირზე, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის ქუჩებზე, ნუცუბიძის პლატოზე, შპს „ლისი ვერანდას“ და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგება შეწყდება, კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/30/238293048_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_ba3a523e4330d452bb3f310e9615668a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
რამდენიმე ათასი თბილისელი თითქმის ორი დღე-ღამით გაზის გარეშე დარჩება
გათიშვა უკავშირდება ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე ახალ გაზსადენზე გადართვით სამუშაოებს
თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. თბილისში ხუთი ათასზე მეტ აბონენტს 8 სექტემბრიდან თითქმის ორი დღე-ღამით ბუნებრივი აირი შეუწყდება,
იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
გაზგამანაწილებელი კომპანიის მონაცემებით, გათიშვა უკავშირდება ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე ახალ გაზსადენზე გადართვით სამუშაოებს. სამუშაოები კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ დაკვეთით მიმდინარეობს.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გათიშვა მოხდება 8 სექტემბერს 18:00 საათიდან, ხოლო გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება 10 სექტემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს აბონენტთა ნაწილს, კერძოდ, გაგარინის მოედნის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს, დიღომში, ვაშლიჯვარსა და მარშალ გელოვანის გამზირზე, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის ქუჩებზე, ნუცუბიძის პლატოზე, შპს „ლისი ვერანდას“ და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგება შეწყდება, კომპანიის
ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.