ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს საქართველოს ეწვევა სამუშაო ვიზიტით

© photo: Sputnik / Alexander Astafiev / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იუწყება „Sputni-სომხეთი“.
სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი შეხვდება თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის სომხურ-ქართული მოლაპარაკებები, რის შემდეგაც სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები მასმედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ნიკოლ ფაშინიანი თბილისელ სომხებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში: რას ელიან სომხეთში ამ ვიზიტისგან
„ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ეს ფაშინიანის მესამე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში პრემიერ-მინისტრის რანგში. ფაშინიანის პირველი ვიზიტი საქართველოში 2018 წლის მაისში შედგა. იმავე წლის სექტემბერში ერევანს ეწვია ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით. ხოლო 2019 წლის ოქტომბერში სომხეთში ჩავიდა დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით.
ფაშინიანი საქართველოს ასევე 2020 წელს, ორივე ქვეყანაში პანდემიის დაწყებამდე ეწვია. 2021 წლის მაისში სომხეთში საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0