მობილური ვაქცინაცია

გამოწერა
ვაქცინაციის მობილური პუნქტები უკვე საქართველოს ოთხ ქალაქში ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი პუნქტები მალე სხვა დიდ ქალაქებშიც გამოჩნდება.
თბილისში ამჟამად მობილური ვაქცინაციის ცხრა პუნქტი მოქმედებს. მსურველები იცრებიან სამგზავრო ავტობუსებში, რომლებშიც ახლა განთავსებულია აცრისთვის საჭირო მოწყობილობები.
ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მობილური ვაქცინაციის პუნქტები მოქმედებს აგრეთვე რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. მათი სამუშაო გრაფიკი დილის ცხრიდან საღამოს რვა საათამდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0