Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი საქართველოში: როგორი იყო 2021 წლის ზაფხული

გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა 2021 წლის ზაფხულის შუა პერიოდში დაიწყო.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური“ შტამის გავრცელებას უკავშირდება. აგვისტოში საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით და 100 ათას მოსახლეზე ლეტალობის შემთხვევებით.
ამ დროისათვის ქვეყანაში რიგი კოვიდ-შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორისაა ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის სავალდებულო ტარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აკრძალვა. რესტორნები 22:00 საათამდე მუშაობენ, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 50 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კლინიკებში 1.559 მძიმე პაციენტია, 405 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 567.922 შემთხვევა გამოვლინდა.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში გაიგებთ, თუ რა ეპიდ-მდგომარეობა იყო ქვეყანაში ზაფხულის პერიოდში.
ყველა ახალი ამბავი
0