მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კანადის პრემიერს კენჭები ესროლეს: ვიდეო

© photo: Sputnik / Alex Pantsykov / გადასვლა მედიაბანკშიჯასტინ ტრიუდო
ჯასტინ ტრიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრიუდოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კენჭები დაუშინეს, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი CBC.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი წინასაარჩევნო მიტინგის შემდეგ მოხდა. როდესაც ტრიუდო ავტობუსში ასვლას აპირებდა, აქციის მონაწილეთაგან ვიღაცამ მას კენჭების გროვა ესროლა. პრემიერის თქმით, ის არ დაშავებულა.
ტელეარხის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯასტინ ტრიუდოს მიტინგს საპროტესტო აქციები ახლავს. მანამდე ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრა სწორედ პროტესტის გამო გადაიდო.
როგორც Global News-ი წერს, ამჯერად შეკრებილები კორონავირუსზე ვაქცინაციას აპროტესტებდნენ.
კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 20 ნოემბერსაა დანიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0