https://sputnik-georgia.com/20210907/avranetsi-antitalibanuri-aqciebi-daiwyo-259371984.html
მასუდის დაძახილზე: ავღანეთში ანტითალიბანური და ანტიპაკისტანური აქციები დაიწყო - ვიდეო
მასუდის დაძახილზე: ავღანეთში ანტითალიბანური და ანტიპაკისტანური აქციები დაიწყო - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის ქალაქებში მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და „თალიბანის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს, იუწყება „Sputnik... 07.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-07T00:04+0400
2021-09-07T00:04+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ავღანეთი
ცნობები პანჯშირიდან
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252620410_0:292:3073:2020_1920x0_80_0_0_9af2fd0746c99b5bc849f85eec616f29.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის ქალაქებში მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და „თალიბანის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს, იუწყება „Sputnik ავღანეთი“.გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის მოქალაქეები ქაბულში, დაიკუნდიში, ღანზიში, მაზარ-შარიფსა და სხვა ქალაქებში მას შემდეგ გავიდნენ დემონსტრაციებზე, რაც წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერმა აჰმად მასუდი-უმცროსმა მიმართა მათ და „თალიბანის“ წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა.„სადაც უნდა იყოთ, საზღვარგარეთ თუ ქვეყანაში, მოგიწოდებთ ყველას, დაიწყოთ საყოველთაო ამბოხი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებისა და განდიდებისთვის. აჯანყდით ყველა, როგორც შეგიძლიათ“, — ამბობს ის აუდიოჩანაწერში.საპროტესტო აქციის მონაწილეები ანტიპაკისტანურ და ანტითალიბანურ ლოზუნგებს სკანდირებენ და მხარდაჭერას უცხადებენ წინააღმდეგობის ფრონტს.სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტებს შორის არიან შეიარაღებული პირებიც. ცოტა ხნის წინ სააგენტო TOLO News-მა გაავრცელა ინფორმაციას, რომ დაუდგენელი კუთვნილების თვითმფრინავებს ავიაშეტევები მიაქვს პანჯერში მყოფ თალიბებზე. „Sputnik ავღანეთი“ არ ადასტურებს ამ ცნობას და წერს, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა.
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252620410_167:0:2898:2048_1920x0_80_0_0_2be3809750bdc3ad3c097588519c8353.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, ცნობები პანჯშირიდან, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, ცნობები პანჯშირიდან, მსოფლიოს ახალი ამბები
მასუდის დაძახილზე: ავღანეთში ანტითალიბანური და ანტიპაკისტანური აქციები დაიწყო - ვიდეო
00:04 07.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის ქალაქებში მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და „თალიბანის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს, იუწყება
„Sputnik ავღანეთი“. გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის მოქალაქეები ქაბულში, დაიკუნდიში, ღანზიში, მაზარ-შარიფსა და სხვა ქალაქებში მას შემდეგ გავიდნენ დემონსტრაციებზე, რაც წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერმა აჰმად მასუდი-უმცროსმა მიმართა მათ და „თალიბანის“ წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა.
„სადაც უნდა იყოთ, საზღვარგარეთ თუ ქვეყანაში, მოგიწოდებთ ყველას, დაიწყოთ საყოველთაო ამბოხი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებისა და განდიდებისთვის. აჯანყდით ყველა, როგორც შეგიძლიათ“, — ამბობს ის აუდიოჩანაწერში.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ანტიპაკისტანურ და ანტითალიბანურ ლოზუნგებს სკანდირებენ და მხარდაჭერას უცხადებენ წინააღმდეგობის ფრონტს.
„თალიბანი დამნაშავეა! მისი საქმიანობა მკვლელობაა“ — ისმის შეძახილები.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტებს შორის არიან შეიარაღებული პირებიც.
ცოტა ხნის წინ სააგენტო TOLO News-მა გაავრცელა ინფორმაციას, რომ დაუდგენელი კუთვნილების თვითმფრინავებს ავიაშეტევები მიაქვს პანჯერში მყოფ თალიბებზე. „Sputnik ავღანეთი“ არ ადასტურებს ამ ცნობას და წერს, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა.