https://sputnik-georgia.com/20210906/yvelaze-maxinji-cxovelebi-259353644.html
ხუთი ყველაზე მახინჯი ცხოველი მსოფლიოში
ხუთი ყველაზე მახინჯი ცხოველი მსოფლიოში
Sputnik საქართველო
სილამაზე და სიმახინჯე საკმაოდ სუბიექტური და შედარებითი ცნებებია. ის, რაც მშვენიერია ერთი კულტურისთვის, შეიძლება სხვისთვის მიუღებელი და მახინჯი აღმოჩნდეს... 06.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-06T15:55+0400
2021-09-06T15:55+0400
2021-09-06T20:34+0400
ჩვენ და ბუნება
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259350673_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_47f8d1737839f0ac3e8688f284c5ef66.jpg
ბუნება მართლაც მშვენიერია. თუმცა, ყველა არსება არ არის ისეთი საყვარელი, როგორც, მაგალითად, პანდა, ან ისეთი ლამაზი, როგორც ლეოპარდი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ორგანიზმი მნიშვნელოვანია და თითოეულ ცხოველს აქვს თავისი როლი, ზოგ შემთხვევაში ევოლუცია ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა და ამ არსებებმა ჩვენი ესთეტიკური სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს.დღევანდელ სტატიაში მსოფლიოს ყველაზე მახინჯ ხუთ ცხოველს წარმოგიდგენთ. თუ რომელიმე მიმზიდველად მოგეჩვენათ, მაშინ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია სათქმელად, რომ გემოვნებაზე არ დავობენ.1. ზღვის ეშმაკი (Monkfish)ეს უსიამოვნო, საშინელი გარეგნობის თევზი ახლა დელიკატესად ითვლება, თუმცა წლების განმავლობაში ხალხი მას არ ჭამდა, რადგან ძალიან მახინჯი იყო. შეფ-მზარეულებმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ მისი გარეგნობა ნამდვილად მატყუარაა და ახლა ის ძვირადღირებული რესტორნების მენიუში შედის.ზღვის ეშმაკს დიდი, ბრტყელი თავი, პატარა და ელვარე თვალები, განიერი პირი და შედარებით პატარა სხეული აქვს. კანის და უცნაური ფიგურის გამო თევზი უდავოდ მახინჯად ითვლება. მისი უზარმაზარი პირი სავსეა სამართებლის მსგავსი კბილებით და ისინი ამავდროულად საზიზღრადაც გამოიყურებიან.თუმცა, დარწმუნებული ვართ, ზღვის ეშმაკს საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი ესთეტიკური მგრძნობელობა. სწორედ თავის უნიკალური გარეგნობით ინიღბება ის ღრმა წყლებში. და მართლაც, იყო ცოცხალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო ლამაზი!2. Aye-ayeეს პატარა ცხოველები კრიტიკული გადაშენების პირას არიან და მათი ნახვა მხოლოდ კუნძულ მადაგასკარზეა შესაძლებელი.ამბობენ, სილამაზის აღქმა დამკვირვებლის თვალზეა დამოკიდებულიო. ზოგ ადამიანში Aye-aye სიბრალულს იწვევს, ზოგისთვის კი ისინი უბედური, გრემლინის მსგავსი პრიმატები არიან ბუზღუნა სახეებით, ბოროტი ჯადოქრების მსგავსი გრძელი, ძვლიანი თითებით, გრძელი კბილებით, დაჭყეტილი თვალებით და უზარმაზარი ყურებით.ჩვენი პატარა „გრემლინები“ გარეთ მხოლოდ ღამით გამოდიან. მათ სინათლის ეშინიათ და სულ ჩქარობენ, განთიადმა არ მოუსწროთ.3. დინგვარსკვლავა (Star-nosed Mole)დინგვარსკვლავას ალბათ ყველაზე უცნაური ცხვირი აქვს ცხოველთა სამყაროში. ის შედგება 22 ხორციანი წანაზარდისგან და უფრო მეტად ულტრა მგრძნობიარე თითებს ჰგავს, ვიდრე ცხვირს. მასზე განლაგებულია 25 ათასზე მეტი მგრძნობიარე რეცეპტორი, რომლებიც თხუნელას ეხმარება თავისი მიწისქვეშა ბუნაგისკენ გაიგნოს გზა. მართლაც, მისი ცხვირია ყველაზე მგრძნობიარე ორგანო, რომელიც ბუნებამ შექმნა.სწორედ ეს უცნაური ცხვირი აქცევს მას ეფექტურ მონადირედაც: გარე საცეცების მეშვეობით ეძებს პოტენციურ საკვებს, შემდეგ კი შიდა სენსორები წყვეტენ, გამოდგება თუ არა მსხვერპლი საკვებად.4. ცხვირა მაიმუნი (Proboscis Monkey)ცხვირა მაიმუნს ხშირად პრობოსკის მაიმუნსაც უწოდებენ. ეს უნიკალური გარეგნობის მაიმუნი ახლა გადაშენების პირასაა. რაც უფრო დიდია ცხვირი, მით უკეთესი. მეცნიერები თვლიან, რომ მამრი მაიმუნის უზარმაზარი, ბუშტის მსგავსი ცხვირი იზიდავს მდედრებს, ხოლო კონკურენტ მაიმუნებს აშინებს.ეს მახინჯი მაიმუნები ასევე საოცარი მოცურავეები არიან. ისინი იმდენად ნიჭიერები არიან, რომ ხშირად ნიანგებზე სწრაფადაც კი შეუძლიათ ცურვა. ძირითადად ხეებზე ცხოვრობენ და ქვემოთ მხოლოდ საკვებისთვის ჩამოდიან.5. კალიფორნიული კონდორი (California Condor)მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ფრინველი და ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ხმელეთის ფრინველი, კალიფორნიის კონდორი მოხდენილად გამოიყურება, როდესაც ის მაღლა, ამერიკის დასავლეთ სანაპიროს კანიონებსა და უდაბნოებზე დაფრინავს.ახლოდან კი ეს ფრინველი არცთუ ისე ფოტოგენურია. მისი მელოტი, დანაოჭებული თავი ადაპტირებულია მისი ცხოვრების წესთან: თუ ბუმბულები ექნებოდა, სულ სისხლით იქნებოდა შეწებებული, რადგან ეს ფრინველი დიდი ლეშებით იკვებება.სამწუხაროდ, ეს ფრინველებიც გადაშენების პირას არიან. ერთ მომენტში, მე-20 საუკუნის ბოლოს მხოლოდ რვა კალიფორნიული კონდორიღა იყო ცოცხალი. ახლა ველურ ბუნებაში 200-ზე მეტი ფრინველია, თუმცა მაინც კრიტიკული გადაშენების პირას ითვლება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
მარიამ ბერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/56/245435602_373:-1:1653:1280_100x100_80_0_0_1c434c5810110db95bd8e7bbc31d980a.jpg
მარიამ ბერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/56/245435602_373:-1:1653:1280_100x100_80_0_0_1c434c5810110db95bd8e7bbc31d980a.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259350673_56:0:1757:1276_1920x0_80_0_0_db24723105e741c247420dbca1f8f728.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მარიამ ბერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/56/245435602_373:-1:1653:1280_100x100_80_0_0_1c434c5810110db95bd8e7bbc31d980a.jpg
ჩვენ და ბუნება , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ეს საინტერესოა
ჩვენ და ბუნება , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ეს საინტერესოა
ხუთი ყველაზე მახინჯი ცხოველი მსოფლიოში
15:55 06.09.2021 (განახლებულია: 20:34 06.09.2021) სილამაზე და სიმახინჯე საკმაოდ სუბიექტური და შედარებითი ცნებებია. ის, რაც მშვენიერია ერთი კულტურისთვის, შეიძლება სხვისთვის მიუღებელი და მახინჯი აღმოჩნდეს. თუმცა, არსებობს ცხოველთა ისეთი სახეობები, რომლებსაც მიმზიდველად არც ერთი საზოგადოება არ მიიჩნევს.
ბუნება მართლაც მშვენიერია. თუმცა, ყველა არსება არ არის ისეთი საყვარელი, როგორც, მაგალითად, პანდა, ან ისეთი ლამაზი, როგორც ლეოპარდი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ორგანიზმი მნიშვნელოვანია და თითოეულ ცხოველს აქვს თავისი როლი, ზოგ შემთხვევაში ევოლუცია ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა და ამ არსებებმა ჩვენი ესთეტიკური სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს.
დღევანდელ სტატიაში მსოფლიოს ყველაზე მახინჯ ხუთ ცხოველს წარმოგიდგენთ. თუ რომელიმე მიმზიდველად მოგეჩვენათ, მაშინ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია სათქმელად, რომ გემოვნებაზე არ დავობენ.
1. ზღვის ეშმაკი (Monkfish)
ეს უსიამოვნო, საშინელი გარეგნობის თევზი ახლა დელიკატესად ითვლება, თუმცა წლების განმავლობაში ხალხი მას არ ჭამდა, რადგან ძალიან მახინჯი იყო. შეფ-მზარეულებმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ მისი გარეგნობა ნამდვილად მატყუარაა და ახლა ის ძვირადღირებული რესტორნების მენიუში შედის.
ზღვის ეშმაკს დიდი, ბრტყელი თავი, პატარა და ელვარე თვალები, განიერი პირი და შედარებით პატარა სხეული აქვს. კანის და უცნაური ფიგურის გამო თევზი უდავოდ მახინჯად ითვლება. მისი უზარმაზარი პირი სავსეა სამართებლის მსგავსი კბილებით და ისინი ამავდროულად საზიზღრადაც გამოიყურებიან.
თუმცა, დარწმუნებული ვართ, ზღვის ეშმაკს საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი ესთეტიკური მგრძნობელობა. სწორედ თავის უნიკალური გარეგნობით ინიღბება ის ღრმა წყლებში. და მართლაც, იყო ცოცხალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო ლამაზი!
ეს პატარა ცხოველები კრიტიკული გადაშენების პირას არიან და მათი ნახვა მხოლოდ კუნძულ მადაგასკარზეა შესაძლებელი.
ამბობენ, სილამაზის აღქმა დამკვირვებლის თვალზეა დამოკიდებულიო. ზოგ ადამიანში Aye-aye სიბრალულს იწვევს, ზოგისთვის კი ისინი უბედური, გრემლინის მსგავსი პრიმატები არიან ბუზღუნა სახეებით, ბოროტი ჯადოქრების მსგავსი გრძელი, ძვლიანი თითებით, გრძელი კბილებით, დაჭყეტილი თვალებით და უზარმაზარი ყურებით.
ჩვენი პატარა „გრემლინები“ გარეთ მხოლოდ ღამით გამოდიან. მათ სინათლის ეშინიათ და სულ ჩქარობენ, განთიადმა არ მოუსწროთ.
3. დინგვარსკვლავა (Star-nosed Mole)
დინგვარსკვლავას ალბათ ყველაზე უცნაური ცხვირი აქვს ცხოველთა სამყაროში. ის შედგება 22 ხორციანი წანაზარდისგან და უფრო მეტად ულტრა მგრძნობიარე თითებს ჰგავს, ვიდრე ცხვირს. მასზე განლაგებულია 25 ათასზე მეტი მგრძნობიარე რეცეპტორი, რომლებიც თხუნელას ეხმარება თავისი მიწისქვეშა ბუნაგისკენ გაიგნოს გზა. მართლაც, მისი ცხვირია ყველაზე მგრძნობიარე ორგანო, რომელიც ბუნებამ შექმნა.
სწორედ ეს უცნაური ცხვირი აქცევს მას ეფექტურ მონადირედაც: გარე საცეცების მეშვეობით ეძებს პოტენციურ საკვებს, შემდეგ კი შიდა სენსორები წყვეტენ, გამოდგება თუ არა მსხვერპლი საკვებად.
4. ცხვირა მაიმუნი (Proboscis Monkey)
ცხვირა მაიმუნს ხშირად პრობოსკის მაიმუნსაც უწოდებენ. ეს უნიკალური გარეგნობის მაიმუნი ახლა გადაშენების პირასაა. რაც უფრო დიდია ცხვირი, მით უკეთესი. მეცნიერები თვლიან, რომ მამრი მაიმუნის უზარმაზარი, ბუშტის მსგავსი ცხვირი იზიდავს მდედრებს, ხოლო კონკურენტ მაიმუნებს აშინებს.
ეს მახინჯი მაიმუნები ასევე საოცარი მოცურავეები არიან. ისინი იმდენად ნიჭიერები არიან, რომ ხშირად ნიანგებზე სწრაფადაც კი შეუძლიათ ცურვა. ძირითადად ხეებზე ცხოვრობენ და ქვემოთ მხოლოდ საკვებისთვის ჩამოდიან.
5. კალიფორნიული კონდორი (California Condor)
მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ფრინველი და ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ხმელეთის ფრინველი, კალიფორნიის კონდორი მოხდენილად გამოიყურება, როდესაც ის მაღლა, ამერიკის დასავლეთ სანაპიროს კანიონებსა და უდაბნოებზე დაფრინავს.
ახლოდან კი ეს ფრინველი არცთუ ისე ფოტოგენურია. მისი მელოტი, დანაოჭებული თავი ადაპტირებულია მისი ცხოვრების წესთან: თუ ბუმბულები ექნებოდა, სულ სისხლით იქნებოდა შეწებებული, რადგან ეს ფრინველი დიდი ლეშებით იკვებება.
სამწუხაროდ, ეს ფრინველებიც გადაშენების პირას არიან. ერთ მომენტში, მე-20 საუკუნის ბოლოს მხოლოდ რვა კალიფორნიული კონდორიღა იყო ცოცხალი. ახლა ველურ ბუნებაში 200-ზე მეტი ფრინველია, თუმცა მაინც კრიტიკული გადაშენების პირას ითვლება.