„რა იღბლიანია, ერთმანეთს ხვდებით?“– ხატია ბუნიათიშვილი ჰოლივუდის მსახიობთან ერთად გამოჩნდა

© courtesy of Khatia Buniatishviliხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
ქართველმა პიანისტმა სოციალური ქსელის მომხმარებლები გააოცა, როდესაც ერთ-ერთ წვეულებაზე ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად გამოჩნდა.
ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე დღის წინ ვენეციის კინოფესტივალს სტუმრობდა. პიანისტმა შავი კაბა მოირგო, რომელშიც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ამასთან, ქარ­თველ პი­ა­ნისტს, რო­მე­ლიც ამავე დროს Cartier-ს სა­ხეა, ამ ბრენ­დის სამკაულები ამ­შვე­ნებ­და.
ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გულ­შე­მატ­კივ­რებს ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი­დან ახა­ლი ფოტო გა­უ­ზი­ა­რა, სა­დაც ის ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­თან, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­თან ჯეიკ ჯი­ლე­ნჰოლ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

„ჯეიკი იღბლიანი ყოფილა შენ რომ შეგხვდა“, „მხოლოდ ერთი ვარსკვლავია ფოტოზე და ეს ხატიაა“, „ლამაზი წყვილი“, „რა ხდება, ერთმანეთს ხვდებით?“, „კარგი ფოტოა ხატია, ბიჭი ვინ არის?“ – უწერენ პიანისტს კომენტარებში.

ამჟამად ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, არის საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე. ის ორჯერ გახდა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს Echo Klassik ლაურეატი – 2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის „კალეიდოსკოპი", რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.
ბუნიათიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის მრავალი დიდი სცენა დაიპყრო, არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში.
ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.
კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე – პირველი პრიზი. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია, EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0