თბილისის ცენტრში „წითელი შადრევნისთვის“ აქტივისტებს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ

© Facebook / Droaმთავრობის კანცელარიის შენობის წინ მდებარე შადრევანი.
მთავრობის კანცელარიის შენობის წინ მდებარე შადრევანი.  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
„დროას“ აქტივისტებს დიდი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ მთავრობის კანცელარიის შენობის წინ მდებარე შადრევნის წითლად შეღებვისათვის.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ელენე ხოშტარიას პოლიტიკური ორგანიზაცია „დროას“ წევრები ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე 5 ათას ლარით არიან დაჯარიმებული, ნათქვამია „დროას“ Facebook-გვერდზე.
ჯარიმა ლეთოდიანს და მაცაბერიძეს იმისთვის გამოუწერეს, რომ მათ ოპოზიციური ტელეარხის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 18 ივლისს პროტესტის ნიშნად წითელი აკვარელით შეღებეს მთავრობის კანცელარიის შენობის წინ მდებარე შადრევნის წყალი.
დაჯარიმებულების თქმით, წითელი ფერი სისხლიანი ხელისუფლების სიმბოლური გამოხატვა იყო.
სამთავრობო კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან შადრევანი წითლად შეღებეს
„დროას“ მონაცემებით, ლეთოდიანი და მაცაბერიძე დააჯარიმეს ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, რაც სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვებას გულისხმობს.
5 ივლისს ლგბტ თემის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაზარალდა. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც, რომელიც 11 ივლისს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
მან მიიღო სახის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა, ჩაუტარდა ოპერაცია და რამდენიმე დღე გაატარა საავადმყოფოში. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ჭარბი დოზა გახდა.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
5 ივლისის მოვლენები: რას მოითხოვს სახალხო დამცველი პროკურატურისგან
ოპერატორის გარდაცვალებამ პროტესტის ტალღა გამოიწვია და ათასობით ჟურნალისტი და საზოგადოების წარმომადგენელი გამოიყვანა თბილისის ქუჩებში და ქვეყნის სხვა ქალაქებში. მასმედიის წარმომადგენლებმა ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ ვერ შეძლო მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი – ძირითადად ჟურნალისტები, და 27 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, როგორც დღეს ომბუდსმენმა აღნიშნა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ამ დრომდე არავის მიმართ არ დაწყებულა.
ყველა ახალი ამბავი
0