მაკა ზამბახიძე კლინიკაში შვილთან ერთად გალობს – ასე ამხნევებდა მშობიარობის წინ გოგონას

© courtesy of Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე
მაკა ზამბახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
სალომე ჩიტაძე მაკა ზამბახიძის ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც მომღერალს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ცნობილი მომღერალი მაკა ზამბახიძე ბებია გახდა. მის ერთადერთ ქალიშვილს სალომე ჩიტაძეს შვილი შეეძინა. ეს ამბავი თავად მაკამ გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ შვილიშვილის დაბადებას დაესწრო.
მოგვიანებით უკვე სალომემ გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ ამხნევებდა მას დედა და როგორ გალობდნენ ისინი სამშობიარო ბლოკში შვილის გაჩენამდე.
მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილი სალომე მარტში გათხოვდა და ბედი ირაკლი ცაბაძეს დაუკავშირა. ახალბედა მომღერალი მაკას ახლო მეგობარია. სალომე, ფაქტობრივად, დუეტ „ჯორჯიასთან“ ერთად გაიზარდა, ახლა კი მაკას ბენდთან ერთად მღერის.
მაკა ზამბახიძეს ერთადერთი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. საზოგადოება დიდხანს განიხილავდა მის მეორე უიღბლო ქორწინებას, შემდეგ კი მაკამ დიდი ხნის საიდუმლო გაამხილა და მორაგბე მიხეილ ჩოხელზე გასულ წელს დაქორწინდა.
ყველა ახალი ამბავი
0