Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის წინააღმდეგი არ იქნება

© photo: Sputnikეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა საქართველოს მსხვილ ქალაქებში კორონავირუსის პანდემიის გამო 13 სექტემბერამდეა შეჩერებული.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავის 2“-ის ეთერში.
„ჩვენ, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მათ გადაადგილება შეძლონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხვალ მოვისმენთ შრომითი ინსპექციის მხრიდან იმ ეფექტური ღონისძიებების შესახებ, რომელიც შეიძლება გატარდეს სატრანსპორტო საშუალებებში, რათა იქ არ მოხდეს გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის საკითხს არ განვიხილავთ
მანამდე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული იყო „სასიცოცხლო რისკების შესამცირებლად", რომლის წინაშეც ქვეყანა არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო აღმოჩნდა. და ამ ზომამ შედეგი გამოიღო - კორონავირუსის მეოთხე ტალღამ კლება დაიწყო.

„პროგნოზი არის ძალიან კეთილსაიმედო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შემდეგ საბჭოზე უკვე ვიმსჯელოთ სხვა დამატებითი ეფექტური ღონისძიებების გატარებაზე, იქნება ეს გახსნითი ღონისძიებები თუ დამატებით კიდევ გარკვეული უფრო ეფექტური რეგულაციების დაწესება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირდა 565 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, 519 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 7.867 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0