ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ახალ წელს ულოცავს

© photo: Sputnik / Stringerისრაელის და საქართველოს დროშები
ისრაელის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
როშ ჰაშანა, ანუ ებრაული ახალი წელი ისრაელში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მისი ერთ-ერთი სიმბოლო თაფლიანი ვაშლია, რომელიც ამ დღეს ყველა ებრაელის ოჯახშია.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ულოცავს.

„მინდა ებრაელ ხალხს ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მშვიდობა და წინსვლა ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარია და მუდამ მხარში გვიდგას. ჩვენს ერებს შორის საუკუნეებით გამყარებული ურთიერთობა, ძმობა და სიყვარული სულ უფრო მტკიცე ხდება და, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყოველთვის“, – დაწერა ღარიბაშვილმა Facebook-გვერდზე.

როშ ჰაშანა სამყაროს შექმნის პატივსაცემად აღინიშნება. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, როშ ჰაშანას დროს ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, ჩაწერს ან არ ჩაწერს მის სახელს სიცოცხლის წიგნში და განსაზღვრავს მის ბედს დამდეგი წლისთვის. ამ დღეებში ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს.
ყველა ახალი ამბავი
0