ამერიკელი კონგრესმენები თბილისში შეხვედრებს იწყებენ

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებია დაგეგმილი, 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია, რომელიც თბილისს გუშინ ეწვია, დღეს ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. შეხვედრებია დაგეგმილი საქართველოს პარლამენტშიც.
 Javelin–ის სარაკეტო სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის „ჯაველინების" მიყიდვაზე თანახმაა
შეხვედრების დროს მთავარი განსახილველი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები, ქართულ–ამერიკული ურთიერთობების შემდგომი განვითარება იქნება.

„ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში არის მნიშვნელოვანი მოვლენა, განსაკუთრებით, რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ჩვენ, ბუნებრივია, ამ ვიზიტს გამოვიყენებთ, რათა ჩვენს პარტნიორებთან განვიხილოთ უსაფრთხოების თემები, ის გამოწვევები, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი შეეხება სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთვის, განსაკუთრებით, დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯსტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდილოეთ დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები კონგრესის სხვადასხვა კომიტეტების წევრები არიან.
დელეგაციის ვიზიტი ხუთშაბათს, 9 სექტემბერს დასრულდება.
საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა და 2000-იანი წლების დასაწყისში გააქტიურდა. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირების გაფართოებას და თანამშრომლობას თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური