აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის „ჯაველინების" მიყიდვაზე თანახმაა

CC0 / U.S. Army Europe / Javelin Javelin–ის სარაკეტო სისტემა
 Javelin–ის სარაკეტო სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
საქართველოსთვის ამერიკული „ჯაველინების“ მიყიდვას რუსეთი აფასებს როგორც „რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურებისკენ" თბილისის წაქეზებას.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 30 მლნ დოლარის ღირებულების ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების „ჯაველინების“ მიყიდვაზე თანხმობა განაცხადა, იუწყება სააგენტო РИА Новости პენტაგონის სტრუქტურაში არსებულ საერთაშორისო თავდაცვითი განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით. 
Javelin-ის სარაკეტო კომპლექსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
საქართველო Javelin-ის სარაკეტო სისტემების დამატებით პარტიას შეიძენს
საქართველომ სარაკეტო კომპლექსების პირველი პარტია 2017 წელს შეისყიდა. მაშინ თბილისმა ვაშინგტონს წინადადებით მიმართა, მიეყიდა Javelin-ის ტიპის 410 რაკეტა და 72 მართვადი გამშვები დანადგარი, მათ შორის, ორი მართვადი გამშვები ბლოკი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების რაკეტების მიყიდვის გადაწყვეტილება 2017 წლის ნოემბერში მიიღო.
ადრე საქართველომ აშშ-ს Javelin FGM-148-ის 82 რაკეტისა და 46 გამშვები დანადგარის მიყიდვა სთხოვა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა, რომ შესაძლო კონტრაქტი არ ეწინააღმდეგება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას, აღნიშნეს პენტაგონში. შესაძლო გარიგებაზე ინფორმირებულია კონგრესიც.
„ჯაველინის“ სისტემები დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს თავდაცვის პოტენციალი საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით... და გააუმჯობესოს საქართველოს შესაძლებლობები – რეაგირება მოახდინოს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებზე, აამაღლოს საკუთარი ტანკსაწინააღმდეგო პოტენციალი“, – დააზუსტეს სააგენტოში.
Javelin-ის რაკეტებს აწარმოებს კომპანიების Raytheon-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი საწარმო.
2017 წელს, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სარაკეტო კომპლექსების მიყიდვას, რუსეთმა მაშინ უკმაყოფილება გამოთქვა. რუსეთმა მსგავსი სახის სამხედრო დახმარება შეაფასა როგორც „რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურებისკენ" თბილისის წაქეზება. ამაზე საპასუხოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ Javelin-ის სისტემა თავდაცვით იარაღს წარმოადგენს და საქართველოს გადაწყვეტილება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
ყველა ახალი ამბავი
0