„ტვ პირველმა“ შესაძლო კიბერშეტევის შესახებ განაცხადა

© photo: Sputnik„ტვ პირველის“ შენობა
„ტვ პირველის“ შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
გამოწერა
ღამით გათიშულ სერვერზე ინახებოდა 5 სექტემბრისთვის მომზადებული ყველა სიუჟეტი და რეპორტაჟი, განაცხადა ნოდარ მელაძემ
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ქართულმა ოპოზიციურმა ტელეარხმა „ტვ პირველმა“ ნაწილობრივ შეაჩერა მაუწყებლობა, განაცხადა ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ.
მისი თქმით, დღეს 04:31 საათზე მოულოდნელად გაითიშა ცენტრალური სერვერი.
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
საპატრიარქოს Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ გათიშვის მიზეზი კიბერშეტევა გახდა.
მელაძის განმარტებით, სერვერზე ინახებოდა 5 სექტემბრისთვის მომზადებული ყველა სიუჟეტი და რეპორტაჟი.
სერვერის გათიშვის მიზეზებს სპეციალისტები სწავლობენ.
ყველა ახალი ამბავი
0