ქართველთა ავი ბედისწერა სახელად მარაბდა: ამბავი გაუგონარი თავგანწირვისა

© Pixabay / enkhtamirმონღოლი მხედრები
მონღოლი მხედრები - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
გამოწერა
და როცა სასტიკ ბრძოლაში ცხრა ვაჟი და ერთი ქალი დაკარგა, ხერხეულიძეთა პირგამეხებულმა დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო - დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი ქართული დროშა...
ქართველთა ტრაგიკულ ბედისწერათა შორის პირველობა ხორეზმის მმართველ ჯალალ ად-დინს მივაკუთვნე, რადგან მან დაუდო სათავე ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევას, მან დაასუსტა მანამდე აზიის უმძლავრესი ქვეყანა — საქართველო. ამას მოჰყვა თემურ-ლენგის წარღვნასავით მოვლენილი გაუთავებელი ლაშქრობები და პატარა საქართველომ ვეღარ გაუძლო, დაიშალა და დაქუცმაცდა.
მუზარადები - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
„და იქმნა ომი სასტიკი“ - ქართველთა ავი ბედისწერა სახელად ჯალალედინი
მიუხედავად ამისა ბრძოლა არ შეუწყვეტია, რაღაც მანქანებით გადარჩენა მოახერხა და ფეხზეც წამოიწია — როგორც გაირკვა, დროებით.

1625 წელს ქართველთა მოსისხლე მტერმა, ირანის მბრძანებელმა აბას პირველმა 50 000 მეომარი წარმოგზავნა საქართველოში მარტყოფის მარცხზე შურის საძიებლად. მეფე თეიმურაზ პირველმა და გიორგი სააკაძემ 20 000 მეომარს მოუყარეს თავი და კოჯორი-ტაბახმელის მიდამოებში დაბანაკდნენ.
სამხედრო თათბირზე სააკაძე მოითხოვდა, ჯარი მანამ არ დაეძრათ, სანამ მტერი თავად არ გადმოვიდოდა შეტევაზე. ასეთ შემთხვევაში კოჯორი-ტაბახმელის ვიწრო ხევებიან მიდამოებში ირანელთა ლაშქარს გაშლისა და რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მიეცემოდა. გარდა ამისა, ზაფხულის ხვატში მარაბდის დაბლობზე ბრძოლა მეტად გაუჭირდებოდათ ქართველთა ქვეით ჯარს.
Кольчуга, топор и мечи - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2020
ქართველთა მიერ შემუსრული „დაწყევლილი ქალაქი“, ანუ რატომ ადევს ალეპოს სააკაძის ცოდვა
სამხედრო თათბირმა სააკაძის გეგმა არ მოიწონა და არც მიიღო. მთავარსარდლობა თავად მეფე თეიმურაზმა იტვირთა და ბრძოლის თარიღად მომდევნო დღე — 1625 წლის 1 ივლისი დათქვა. გიორგი სააკაძე კი სულაც ჩამოაშორეს ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობას.
ინათა და ქართველებიც გადავიდნენ შეტევაზე. როგორც ჩანს, ირანელთა სარდლობა ამას ელოდა და მომზადებულებიც დახვდნენ იერიშს. მეწინავე რჩეულ ცხენოსანთა რაზმს სანგრებში ჩამსხდარმა ყიზილბაშებმა ცეცხლი დაახვედრეს. თუმცა, შეტევა კი შეაფერხეს, მაგრამ ვერ უკუაგდეს ქართველები, რომლებიც ქარიშხალივით შეიჭრნენ მტრის ბანაკში და მათი მეწინავე რაზმები გადათელეს. ხოლო ირანელ მეწინავეთა სარდალი ამირგუნა-ხანი სასიკვდილოდ დაჭრეს.
მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძე გვამცნობს, ბრძოლის ველზე ისეთი ხმაური იდგა მეომართა ყიჟინისგან, თოფებისა და ზარბაზნების ქუხილისგან, რომ სპარსელთა ბანაკში შეშინებულმა აქლემებმა აიწყვიტეს და თავრიზამდე ირბინესო.
თავზარდაცემული მტერი შედრკა და გაქცევა დაიწყო. ქართველთა გამარჯვება გარდაუვალი ჩანდა და ალბათ, ასეც იქნებოდა, რომ არა...
მონღოლი მხედრები - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2020
მარტყოფის ბრძოლა — მარცხი, რომელ აროდეს ენახა „ალაჰის ჩრდილს“
ქართველთა ჯარის ერთმა ნაწილმა ბრძოლა მოგებულად ჩათვალა, ხმლის ქნევას თავი მიანება და ალაფობას მიჰყო ხელი. ამასობაში მტერს დამხმარე ძალა მიემატა, ირანელმა სარდლებმა ჯარი გადააწყვეს და თამამად შემოუტიეს უკვე არეულ ქართველთა რიგებს. ამას დაემატა საბედისწერო გაუგებრობაც: მარაბდის ბრძოლაში დაეცა თეიმურაზ მუხრან-ბატონი, ქართველთა შორის კი სწრაფად გავრცელდა ხმა, თითქოს მეფე თეიმურაზი მოეკლა მტერს.

და ჩვენს მხედრობას სასოწარკვეთა დაეუფლა: მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა?! გვიანღა მიხვდნენ ქართველები თავიანთ საბედისწერო შეცდომას...

ლომივით იბრძოდა მარაბდის ომში გიორგი სააკაძე. მუზარადი მოუხდია დიდ მოურავს, რათა ირანელებს ეცნოთ და შეშინებოდათ.

სისხლისღვრა მზის ჩასვლამდე გაგრძელდა. ბრძოლითა და სიცხით არაქათგამოცლილი ქართველობა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ეჭიდებოდა რიცხვით მრავალ მტერს, მაგრამ უშედეგოდ. ალიონზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით დამთავრდა ქართველთა მარცხით. თუმცა ამ წაგებულ ომშიც კი ბრძოლის ველზე, დაცემული 9 ათასი ქართველის საპირწონედ, 14 ათასი ყიზილბაში დარჩა!
სლესა, ანუ მოქცევის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2019
დასჯილი ერთგულება: ამბავი ბააკა ხერხეულიძისა
მარაბდამ შეიწირა ბევრი გმირი მამულიშვილი: შვიდი ძმა ჩოლოყაშვილი, ცხრა ძმა მაჩაბელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე...
ისტორიამ შემოინახა ამბავი ხერხეულიძეთა გაუგონარი თავგანწირვისა, რომლებიც დროშის მტვირთველებიც იყვნენ იმავდროულად. და როდესაც ერთი ძმა ეცემოდა გულგანგმირული, მეორე იტაცებდა საბრძოლო ალამს, ვიდრე ცხრავე არ ამაღლდა ზეცად. შემდგომ ამისა მათმა ნაბოლარა, ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა, და როდესაც იმანაც ჩაიმუხლა, ხერხეულიძეთა პირგამეხებულმა დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო, სანამ თავადაც შვილების გვერდით არ ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი...
საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რწმენისა და სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილები.

მარაბდის საბედისწერო ომმა ისევ დააშორიშორა მცირე ხნით გაერთიანებული ქართლ-კახეთი. ქვეყნის ფეხზე წამოდგომასა და წელში გამართვას მთელი ასწლეული დასჭირდა, სანამ კიდევ ერთი დიდებული გმირი არ იშვა.
მაგრამ წინ კიდევ ერთი ავი ბედისწერა ელოდა საქართველოს — ბედისწერა სახელად კრწანისი...
ყველა ახალი ამბავი
0