https://sputnik-georgia.com/20210905/ozurgetsi-giorgi-gogotisvilis-gatavisuflebis-motxovnit-saprotesto-aqcia-gaimarta-259331375.html
ოზურგეთში გიორგი გოგოტიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
ოზურგეთში გიორგი გოგოტიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
Sputnik საქართველო
ნათესავები ამტკიცებენ, რომ გოგოტიშვილი უდანაშაულოა და „სუბუტექსის“ 17 აბი მას პოლიციამ ჩაუდო 05.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-05T18:00+0400
2021-09-05T18:00+0400
2021-09-05T18:00+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259223947_0:0:3283:1847_1920x0_80_0_0_ccfc7cfba9ed7385880489f2e3818595.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ოზურგეთის ცენტრში 21 წლის გიორგი გოგოტიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.მიტინგმა, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, გაიმართა ლოზუნგით „არა ძალადობას! არა ჩადებას!“ოჯახის წევრების თქმით, გოგოტიშვილი ბახმაროდან უცნობმა პირებმა 13 აგვისტოს გაიტაცეს, როდესაც ის კორონავირუსის ტესტის გასაკეთებლად რიგში იდგა.რამდენიმე საათის შემდეგ ოჯახს აცნობეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკების შეძენა-შენახვაშია ბრალდებული.ნათესავები ამტკიცებენ, რომ გოგოტიშვილი უდანაშაულოა და „სუბუტექსის“ 17 აბი მას პოლიციამ ჩაუდო.„თავდაპირველად ითქვა, რომ მას 6 აბი ჰქონდა. შემდეგ თქვეს რომ 17. გიორგი მსგავსი რამით არ იყო დაკავებული“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.გოგოტიშვილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ დაკავება უკავშირდება იმას, რომ მან უარი უთხრა ძმებ თალაკვაძეებს (ყოფილ სპიკერ არჩილ თალაკვაძესა და მის ძმას) საარჩევნო კამპანიის დროს დახმარებაზე.
https://sputnik-georgia.com/20210812/foniWalaSi-specoperacia-mimdinareobs-252563773.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259223947_377:0:3108:2048_1920x0_80_0_0_5409a015eed2ae97e22de8f8ec7e6e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები
ოზურგეთში გიორგი გოგოტიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
ნათესავები ამტკიცებენ, რომ გოგოტიშვილი უდანაშაულოა და „სუბუტექსის“ 17 აბი მას პოლიციამ ჩაუდო
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ოზურგეთის ცენტრში 21 წლის გიორგი გოგოტიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
მიტინგმა, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, გაიმართა ლოზუნგით „არა ძალადობას! არა ჩადებას!“
ოჯახის წევრების თქმით, გოგოტიშვილი ბახმაროდან უცნობმა პირებმა 13 აგვისტოს გაიტაცეს, როდესაც ის კორონავირუსის ტესტის გასაკეთებლად რიგში იდგა.
რამდენიმე საათის შემდეგ ოჯახს აცნობეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკების შეძენა-შენახვაშია ბრალდებული.
ნათესავები ამტკიცებენ, რომ გოგოტიშვილი უდანაშაულოა და „სუბუტექსის“ 17 აბი მას პოლიციამ ჩაუდო.
„თავდაპირველად ითქვა, რომ მას 6 აბი ჰქონდა. შემდეგ თქვეს რომ 17. გიორგი მსგავსი რამით არ იყო დაკავებული“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გოგოტიშვილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ დაკავება უკავშირდება იმას, რომ მან უარი უთხრა ძმებ თალაკვაძეებს (ყოფილ სპიკერ არჩილ თალაკვაძესა და მის ძმას) საარჩევნო კამპანიის დროს დახმარებაზე.